Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა

Дата публикации: 11-05-2026 09:54:11

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) საავიაციო უშიშროების სემინარსა და ამავე ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების ფორუმის რიგით 47-ე შეხვედრას უმასპინძლა. ECAC-ის სემინარი მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროპის რეგიონის ოცზე მეტი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა. საქართველოში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარ საკითხს საავიაციო ...

Основное содержимое страницы с новостью.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) საავიაციო უშიშროების სემინარსა და ამავე ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების ფორუმის რიგით 47-ე შეხვედრას უმასპინძლა.

ECAC-ის სემინარი მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროპის რეგიონის ოცზე მეტი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.

საქართველოში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარ საკითხს საავიაციო უშიშროების სფეროში ახალი და განვითარებადი საფრთხეების მართვა იყო. მონაწილეები გაეცნენ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების და მათი პრევენციის კუთხით. მათ შორის, განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა – კიბერ-საფრთხეები, უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენება, ასაფეთქებელი და აალებადი მოწყობილობების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. სემინარზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალი ტექნოლოგიების, სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე უსაფრთხოებისა და უშიშროების ზომების გაძლიერების მიზნით.

საფრთხეების პრევენციის მიზნით დანერგილ შემარბილებელ ღონისძიებებზე და რეალურ პირობებში სისტემის შემოწმების საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა კერესელიძემ, რომელიც ამავე დროს ECAC-ის სპეციალიზებული ორგანოს – საავიაციო უშიშროების შემოწმების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეა.

სამუშაო სესიებზე განხილული პრაქტიკული გადაწყვეტილებები სექტორში მომუშავე ექსპერტებს დაეხმარება არა მხოლოდ რეაგირების გზების განსაზღვრისა და უზრუნველყოფის, არამედ პოტენციური ინციდენტების საწყის ეტაპზე მართვისა და პრევენციის პროცესში.

ფოტოები: https://www.facebook.com/share/p/19Hhh4tnRk/

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
2საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა08.2826-06-2026
3საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი06.2615-07-2026
4საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა05.4513-07-2026
5ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა0518-07-2026
6სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
7Ираклий Кобахидзе встретился с генеральным секретарем Совета Европы0505-05-2026
8"Президент" Грузії: Нинішні відносини з ЄС сьогодні не дуже благополучні08.0419-12-2025
9საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ტრენდებს ეცნობა0518-07-2026

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 6.1. Источник: gcaa.ge.