Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

Дата публикации: 25-05-2026 10:05:44

უწყებაში გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის (FRMS) დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე, სააგენტოს სპეციალისტებმა კოლეგებს გააცნეს უწყების მიერ შემუშავებული მარეგულირებელი წესები, FRMS-ის დანერგვის ფაზები და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, ასევე, საავიაციო ხელისუფლების მიერ მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის ზედამხედველობის მეთოდოლოგია. ვიზიტი დასასრულს ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ...

Основное содержимое страницы с новостью.

სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

უწყებაში გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა ფუნქციურ ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის (FRMS) დანერგვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე, სააგენტოს სპეციალისტებმა კოლეგებს გააცნეს უწყების მიერ შემუშავებული მარეგულირებელი წესები, FRMS-ის დანერგვის ფაზები და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები, ასევე, საავიაციო ხელისუფლების მიერ მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის ზედამხედველობის მეთოდოლოგია. ვიზიტი დასასრულს ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები „საქაერონავიგაციას“ ესტუმრნენ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სააგენტომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესი 2023 წელს მიიღო. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნები ძალაში 2024 წლის პირველი დეკემბრიდან შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად არის ჩართულის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებში, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი06.2615-07-2026
2ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
3საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა05.4513-07-2026
4საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა06.111-05-2026
5ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა04.7109-07-2026
6საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა08.2826-06-2026
7საქართველომ სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვები აზერბაიჯანთანაც აამოქმედა0520-07-2026
8გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა07.2815-06-2026
9Давит Сонгулашвили встретился с министром сельского хозяйства Таджикистана0520-06-2026
10თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი იმართება - საქართველოს მთავრობის მოლოდინები0516-07-2026

Классификация: Партнеры. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 6.81. Источник: gcaa.ge.