Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

Дата публикации: 13-05-2026 09:59:55

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის ფარგლებში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა. სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, EUROCONTROL-ის ექსპერტმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების კონცეფცია, მარეგულირებელი საკანონმდებლო ...

Основное содержимое страницы с новостью.

ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის ფარგლებში გაიმართა. სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, EUROCONTROL-ის ექსპერტმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების კონცეფცია, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მოთხოვნები. ყურადღება გამახვილდა შეფასების დანერგვის ეტაპებზე, საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და მახასიათებლებზე.

ამასთან, შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რაც თან ახლავს ახალ შეფასების სისტემაზე გადასვლას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ევროპული სტანდარტის დანერგვის პერიოდში სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ ცვლილებების მართვის პროცესის განახლების და ტექნიკური საშუალებების აღიარების პროცედურული გამარტივების საკითხებზე.

სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების ევროპული მოთხოვნების დანერგვაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მუშაობა უკვე დაიწყო. ახალი სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის მიზანია – სააერნაოსნო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების და მათი შემადგენელი ელემენტების შესაბამისობის შეფასების, სერტიფიცირების, დეკლარირების და მწარმოებელი ორგანიზაციების დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სააერნაოსნო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოსა და სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებისა და აეროპორტების წარმომადგენლებმა.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა06.111-05-2026
2საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი06.2615-07-2026
3საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა08.2826-06-2026
4სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
5საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა05.4513-07-2026
6საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის010.4111-06-2026
7გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა07.2815-06-2026
8ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა04.7109-07-2026
9Ираклий Кобахидзе встретился с генеральным секретарем Совета Европы0505-05-2026
10ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა0518-07-2026

Классификация: Партнеры. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 4.38. Источник: gcaa.ge.