Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

Дата публикации: 13-07-2026 08:39:02

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი ...

Основное содержимое страницы с новостью.

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი მხარეთა ავიაკომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის.

საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა 0513-07-2026
2საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი06.2615-07-2026
3საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის010.4111-06-2026
4ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
5საქართველომ სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვები აზერბაიჯანთანაც აამოქმედა0520-07-2026
6სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
7საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა06.111-05-2026
8Грузия подписала соглашения о сотрудничестве в сфере обороны с Литвой и Чехией0016-02-2022
9ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა04.7109-07-2026
10Грузия и Узбекистан стали стратегическими партнерами3703-07-2026

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5.45. Источник: gcaa.ge.