Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

Дата публикации: 15-07-2026 08:58:44

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა - „LARA“ დაინერგება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს - შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ ...

Основное содержимое страницы с новостью.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – „LARA“ დაინერგება.

შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისტემის დანერგვის პრაქტიკული ღონისძიებები და საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება. სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე უწყება, განაგრძობს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას როგორც სტრატეგიულ, ისე პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1EUROCONTROL-ის სისტემა LARA საქართველოშიც დაინერგება0715-07-2026
2ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
3საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა06.111-05-2026
4საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა05.4513-07-2026
5საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა08.2826-06-2026
6სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
7ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა04.7109-07-2026
8საქართველომ სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვები აზერბაიჯანთანაც აამოქმედა0520-07-2026
9საქართველოსა და არგენტინას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა 0513-07-2026
10В Тбилиси опровергли причастность к транзиту военных грузов в Армению и Азербайджан0013-10-2020

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 6.26. Источник: gcaa.ge.