Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საქართველოში ICAO-ს ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთაშორისი სემინარი – ICAO SWIM 2026 ჩატარდა

Дата публикации: 26-06-2026 10:19:03

150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ორგანიზებით გაიმართა. ICAO-ს ორი რეგიონის (EUR/NAT და MID) საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა ICAO-ს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით. სემინარზე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, სხვადასხვა ...

Основное содержимое страницы с новостью.

150-მდე დელეგატის მონაწილეობით გამართული ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ორგანიზებით გაიმართა.

ICAO-ს ორი რეგიონის (EUR/NAT და MID) საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა ICAO-ს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით.

სემინარზე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი უწყებების, ავიასაწარმოებისა და სანავიგაციო მომსახურების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლებმა საჰაერო მოძრაობის მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის – SWIM-ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლის დანერგვაც ICAO-სა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის მართვის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იგი გლობალურ, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე საავიაციო მონაცემების გაცვლის სრულიად ახალი, ციფრული სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს, რაც ფრენების უსაფრთხოებასა და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ყურადღება გამახვილდა SWIM-ის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ტექნიკურ მზაობაზე, პერსონალის გადამზადებასა და მონაცემთა ბაზების სინქრონიზაციაზე. აღნიშნული პლატფორმა გულისხმობს საჰაერო მოძრაობის მართვას ერთიანი სტანდარტებისა და პროცესების ერთობლიობით, რაც ავტორიზებულ მხარეებს შორის თავსებადი ციფრული სერვისების უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს.

სემინარში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების, ICAO-ს, EUROCONTROL-ის, სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და საქართველოს საავიაციო უწყებების და ავიასაწარმოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფოტოები: https://www.facebook.com/share/p/1M4PuusEo6/

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოში ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) სამუშაო შეხვედრები გაიმართა06.111-05-2026
2ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
3საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი06.2615-07-2026
4საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა05.4513-07-2026
5სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
6ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა04.7109-07-2026
7Итоги «НАИС 2026»: «АЕГЭ» в ТОП-10!5711-03-2026
8Встречаемся на «НАИС-2026»!2330-12-2025
9МАИФ-2026 подтвердил статус одной из ключевых площадок для отечественной авиаотрасли5702-07-2026
10Чемпионат Европы по дзюдо в 2026 году пройдет в Грузии0021-03-2025

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 8.28. Источник: gcaa.ge.