Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს

Дата публикации: 13-07-2026 07:29:00

მთავრობაში შედეგს შესყიდვების უფრო მკაცრ კონტროლს, პროცედურების ცენტრალიზაციასა და ფასწარმოქმნის ახალ წესებს უკავშირებენ

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/epeqtianobis-departamentis-mushaoba-sheajames-299622672.html

მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს

მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს

Sputnik საქართველო

მთავრობაში შედეგს შესყიდვების უფრო მკაცრ კონტროლს, პროცედურების ცენტრალიზაციასა და ფასწარმოქმნის ახალ წესებს უკავშირებენ 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T11:29+0400

2026-07-13T11:29+0400

2026-07-13T21:24+0400

საქართველო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესგარემო

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, 2026 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 118 მილიონი ლარი, საიდანაც 88 მლნ ლარი სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებიდან პირდაპირი დანაზოგია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წელს შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული 2025 წლის 27 მაისის დადგენილებით, ეფექტიანობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები საკონსულტაციო მომსახურების გაწევით შემოიფარგლება.როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უწყება მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევისა და შესყიდვების დეპარტამენტთან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.მისი თქმით, დამატებითი სახსრების დაზოგვა შესყიდვების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმების წყალობით მოხერხდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეფექტიანობის დეპარტამენტმა, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად შესყიდვების კანონში ცვლილებები შეიმუშავა. გარდა ამისა, ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო. „ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო კორუფციულ რისკებს კიდევ უფრო შეამცირებს. ახლა 500 ათას ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები სწორედ ამ მექანიზმის გავლით ხორციელდება“, — აღნიშნა ჟორჟოლიანმა.მისი თქმით, ბაზრის კვლევის ელექტრონულმა მოდულმა ასევე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. მისი მეშვეობით განხორციელდა დაახლოებით 4 მილიარდი ლარის ღირებულების შესყიდვების ანალიზი, ამასთან, პროცედურების 75% დადებითი შედეგით დასრულდა.ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სამშენებლო ფასწარმოქმნის (ტარიფების) შემუშავება დაასრულა.„სამშენებლო ფასები, რომელიც 35 წლის განმავლობაში ყოველთვის პრობლემური იყო, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გაურკვევლობა მუდმივად ქმნიდა სირთულეებს", - განაცხადა მან.ჟორჟოლიანის თქმით, მრავალი წლის შემდეგ პირველად დადგინდა საორიენტაციო ფასები არა მხოლოდ შრომის, არამედ სამშენებლო მასალების, დანადგარების, აღჭურვილობისა და სამშენებლო პროექტების სხვა კომპონენტებისთვისაც. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ფასების გამჭვირვალობას და გაამარტივებს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებას.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები

მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს

11:29 13.07.2026 (განახლებულია: 21:24 13.07.2026)

მთავრობაში შედეგს შესყიდვების უფრო მკაცრ კონტროლს, პროცედურების ცენტრალიზაციასა და ფასწარმოქმნის ახალ წესებს უკავშირებენ

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, 2026 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 118 მილიონი ლარი, საიდანაც 88 მლნ ლარი სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებიდან პირდაპირი დანაზოგია, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წელს შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული 2025 წლის 27 მაისის დადგენილებით, ეფექტიანობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები საკონსულტაციო მომსახურების გაწევით შემოიფარგლება.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უწყება მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევისა და შესყიდვების დეპარტამენტთან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

„მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს გეტყვით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა გადაცემა Business Insider-ის ეთერში.

მისი თქმით, დამატებითი სახსრების დაზოგვა შესყიდვების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმების წყალობით მოხერხდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეფექტიანობის დეპარტამენტმა, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად შესყიდვების კანონში ცვლილებები შეიმუშავა. გარდა ამისა, ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო კორუფციულ რისკებს კიდევ უფრო შეამცირებს. ახლა 500 ათას ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვები სწორედ ამ მექანიზმის გავლით ხორციელდება“, — აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ბაზრის კვლევის ელექტრონულმა მოდულმა ასევე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. მისი მეშვეობით განხორციელდა დაახლოებით 4 მილიარდი ლარის ღირებულების შესყიდვების ანალიზი, ამასთან, პროცედურების 75% დადებითი შედეგით დასრულდა.

ჟორჟოლიანმა ასევე განაცხადა, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სამშენებლო ფასწარმოქმნის (ტარიფების) შემუშავება დაასრულა.

„სამშენებლო ფასები, რომელიც 35 წლის განმავლობაში ყოველთვის პრობლემური იყო, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების გაურკვევლობა მუდმივად ქმნიდა სირთულეებს", - განაცხადა მან.

ჟორჟოლიანის თქმით, მრავალი წლის შემდეგ პირველად დადგინდა საორიენტაციო ფასები არა მხოლოდ შრომის, არამედ სამშენებლო მასალების, დანადგარების, აღჭურვილობისა და სამშენებლო პროექტების სხვა კომპონენტებისთვისაც. მოსალოდნელია, რომ ეს გაზრდის ფასების გამჭვირვალობას და გაამარტივებს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებას.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი0514-07-2026
2საქართველოს შრომის ბაზარი: ცოტა სპეციალისტი და ბევრი დიპლომიანი ადამიანი – ვიდეო-2615-07-2026
3EUROCONTROL-ის სისტემა LARA საქართველოშიც დაინერგება0715-07-2026
4კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს0513-07-2026
5კალაძე: ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს პოლიტიკოსების ანტისამთავრობო ნაბიჯებზე0514-07-2026
6ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული? მონაცემები განახლდა0515-07-2026
7საქართველოში ქაოსი არ იქნება: რა გამოიწვია ოპოზიციის რადიკალურმა ქმედებებმა - ვიდეო0514-07-2026
8სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს0512-07-2026
9Власти Грузии работают над увеличением потока туристов на фоне сокращения отдыхающих из РФ0014-08-2019
10Госдепартамент призвал власти и оппозицию в Грузии к сдержанности0018-02-2021

Классификация: Экономика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.