Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს

Дата публикации: 13-07-2026 13:00:00

ეუთოს რეზოლუცია ოფიციალურმა თბილისმა ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/maxashvili-eutos-asambleis-rezolucias-exmaureba-299614635.html

კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს

კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს

Sputnik საქართველო

ეუთოს რეზოლუცია ოფიციალურმა თბილისმა ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა. 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T17:00+0400

2026-07-13T17:00+0400

2026-07-13T17:00+0400

საქართველო

საქართველო - ეუთო

ეუთო

პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნება

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინააღმდეგ კოლექტიური პოლიტიკური თავდასხმები დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანამ უარი თქვა სამხედრო კონფლიქტებში ჩართვაზე და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოცემული მოთხოვნების კომენტარისას მახაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის პრინციპებს.ამის მაგალითად მან მოიყვანა არჩევნები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში ჩატარდა.მახაშვილის აზრით, ასეთი მიდგომა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე მოწმობს.„ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, საქართველომ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამაში ჩართვას და სურს შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო. გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი,რა წერია რეზოლუციაში?რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება

საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება

კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს

ეუთოს რეზოლუცია ოფიციალურმა თბილისმა ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინააღმდეგ კოლექტიური პოლიტიკური თავდასხმები დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანამ უარი თქვა სამხედრო კონფლიქტებში ჩართვაზე და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მოცემული მოთხოვნების კომენტარისას მახაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის პრინციპებს.

ამის მაგალითად მან მოიყვანა არჩევნები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში ჩატარდა.

„გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარებული არცერთი არჩევნები — ბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ისევე როგორც ალბანეთსა და მოლდოვაში — არ ყოფილა ქართულზე უკეთესი ორგანიზების, პროცესის მართვის ან თავისუფლების დონის თვალსაზრისით. პირიქით, ამ ქვეყნებში უამრავი პრობლემა იყო, თუმცა ისინი მსგავსი რეზოლუციების ან განცხადებების საგანი არ გამხდარან“, — განაცხადა დეპუტატმა.

მახაშვილის აზრით, ასეთი მიდგომა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე მოწმობს.

„ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო სამხედრო კონფლიქტის მონაწილე, საქართველომ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ამაში ჩართვას და სურს შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო. გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი,

რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".

ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"-5515-07-2026
2კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი0514-07-2026
3„პასუხიდან გაქცევა": ხელისუფლება ეუთოს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს0515-07-2026
4В Тбилиси назвали аморальной позицию Зеленского о невведении Грузией санкций0003-03-2025
5Вице-премьер Грузии связала падение лари с бранью на "Рустави 2" в адрес руководства РФ0031-07-2019
6მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს0513-07-2026
7Премьер Грузии назвал трагичной обстановку в ОБСЕ-3510-07-2026
8В правящей партии Грузии назвали брань в эфире "Рустави 2" актом вандализма0008-07-2019
9Парламент Грузии осудил законопроект США о санкциях против властей страны0014-05-2025
10В Тбилиси заявили, что введение санкций против РФ привело бы к разрушению Грузии0008-05-2025

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.