უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა, აღნიშნავენ მერიაში
https://sputnik-georgia.com/20260714/meriam-dezertirebis-bazris-teritoria-daasuptava-299625762.html
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა
Sputnik საქართველო
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა, აღნიშნავენ მერიაში 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-14T11:39+0400
2026-07-14T11:39+0400
2026-07-14T11:46+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267809881_0:94:1280:814_1920x0_80_0_0_f0614f3ad72ceecca2d91cd184795f6d.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად,მეტროს სადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სივრცე უკანონო გარევაჭრობისგან, უსახური კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.ტერიტორია სრულად გასუფთავდა თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, სადაც უკანონო გარევაჭრობას მასობრივი ხასიათი ჰქონდა მიღებული.უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა. მისი თქმით, ტროტუარებზე თვითნებურად განთავსებული დახლები აფერხებდა ქვეითთა თავისუფალ გადაადგილებას, რის გამოც მოქალაქეებს ხშირად უწევდათ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასვლა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც. „უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები", - აღნიშნა ჩიქოვანმა. დედაქალაქის იერსახის დაცვა, ურბანული წესრიგი, ანტისანიტარიის აღკვეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ ქვეითების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფამუნიციპალური ინსპექცია მსგავსი ტიპის მონიტორინგს დედაქალაქის სხვა საზოგადოებრივ სივრცეებსა და მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიურად ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
11:39 14.07.2026 (განახლებულია: 11:46 14.07.2026)
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა, აღნიშნავენ მერიაში
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად,მეტროს სადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც სივრცე უკანონო გარევაჭრობისგან, უსახური კონსტრუქციებისა და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
ტერიტორია სრულად გასუფთავდა თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, სადაც უკანონო გარევაჭრობას მასობრივი ხასიათი ჰქონდა მიღებული.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ „თბილსერვის ჯგუფთან" ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ტროტუარებზე თვითნებურად განთავსებული დახლები აფერხებდა ქვეითთა თავისუფალ გადაადგილებას, რის გამოც მოქალაქეებს ხშირად უწევდათ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასვლა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც.
„უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
დედაქალაქის იერსახის დაცვა, ურბანული წესრიგი, ანტისანიტარიის აღკვეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ ქვეითების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
მუნიციპალური ინსპექცია მსგავსი ტიპის მონიტორინგს დედაქალაქის სხვა საზოგადოებრივ სივრცეებსა და მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიურად ახორციელებს.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა | 0 | 5 | 14-07-2026 |
| 2 | ქვრივიშვილი: თბილისის აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის | 0 | 5 | 13-07-2026 |
| 3 | სტიქია კახეთში: თელავის გარდა დაზარალებულია მუნიციპალიტეტის სოფლებიც | -2 | 6 | 12-07-2026 |
| 4 | თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტების შემოტანა აღკვეთეს | 0 | 5 | 14-07-2026 |
| 5 | ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე | 0 | 5 | 13-07-2026 |
| 6 | ტრამვაი თბილისში: ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა | 0 | 5 | 15-07-2026 |
| 7 | Во Владикавказе завершили все мероприятия по 14 проектам консервации завода "Электроцинк" | 0 | 0 | 05-02-2020 |
| 8 | Санитарную обработку мечетей, парков и МФЦ провели в Дербенте | 0 | 0 | 02-06-2020 |
| 9 | Операторы по вывозу мусора в Москве усилят контроль за уборкой отходов | 0 | 0 | 20-03-2020 |
| 10 | В Москве дезинфицировали более 300 млн кв. м общественных пространств и дорог | 0 | 0 | 23-05-2020 |