Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ტრამვაი თბილისში: ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა

Дата публикации: 15-07-2026 08:54:00

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გაფორმდება.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260715/tbilisis-tramvais-proeqtirebis-tendershi-turqulma-kompaniam-gaimarjva-299652418.html

ტრამვაი თბილისში: ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა

ტრამვაი თბილისში: ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა

Sputnik საქართველო

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გაფორმდება. 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-15T12:54+0400

2026-07-15T12:54+0400

2026-07-15T12:54+0400

საქართველო

თბილისი დღეს

თბილისის მერია

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დიდი დიღმისა და მეტროს სადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა - საბოლოო ჯამში ტენდერი 31 მარტს დასრულდა - ტენდერში განაცხადი ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) შეიტანა. თბილისის მერის ინფორმაციით, ABD-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება. „მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა განახორციელებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალქისთვის ამ პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა კალაძემ. ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი - 287,6 მლნ ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416,6 მლნ ლარზე - 129 მლნ ლარით ნაკლებია. დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი. თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო. ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა. რას ითვალისწინებს პროექტი საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები. ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას. მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV). OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას. ტენდერი ასევე მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გაფორმდება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დიდი დიღმისა და მეტროს სადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა - საბოლოო ჯამში ტენდერი 31 მარტს დასრულდა - ტენდერში განაცხადი ოთხმა მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ (სამი თურქული და ერთი ჩინური) შეიტანა.

„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისტორიული პროექტის განხორციელების. მხედველობაში მაქვს ტრამვაის ხაზი. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ABD-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება.

„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა განახორციელებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალქისთვის ამ პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა კალაძემ.

ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი - 287,6 მლნ ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416,6 მლნ ლარზე - 129 მლნ ლარით ნაკლებია.

დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი

პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.

ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება ტრამვაის 11 შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 417 მლნ ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე.

დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.

თბილისში პირველი ტრამვაი 1904 წელს გამოჩნდა. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული 1930–1940-იან წლებში იყო.

ტრამვაიმ თბილისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა – 194 მლნ ადამიანი 1940 წელს გადაიყვანა. მგზავრებს ეს ტრანსპორტი 2006 წლამდე ემსახურებოდა. მას შემდეგ ის მთლიანად ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებმა და მეტრომ ჩაანაცვლა.

რას ითვალისწინებს პროექტი

საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.

ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.

მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).

OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.

ტენდერი ასევე მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობასაც, რომელიც გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Fideuram - ISP PB и REYL & Cie SA заключают соглашение о стратегическом партнерстве0007-10-2020
2تركيا والعراق يقتربان من توقيع اتفاق جديد لخط أنابيب النفط0509-07-2026
3Турция и РФ подписали протокол по совместному центру контроля прекращения огня в Карабахе0011-11-2020
4თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა0514-07-2026
5Борисов: если Турция захочет закупить дополнительный комплекс С-400, соглашение заключат0024-06-2020
6Минпромторг РФ рассчитывает подписать до декабря специнвестконтракт с Hyundai0005-10-2018
7Минобороны Турции заявило о завершении второго этапа поставок российских ЗРС С-4000015-09-2019
8РЭЦ и кубинская Aviaimport SA подписали соглашение на техобслуживание самолетов0003-10-2019
9РФ и Турция договорились продолжать развивать проект "Упрощенный таможенный коридор"0027-06-2025
10"Ливерпуль" арендовал у "Шальке" футболиста сборной Турции Кабака0001-02-2021

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.