Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

Дата публикации: 14-07-2026 09:29:00

თბილისის ცენტრში მდებარე ამ ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260714/arqiteqturis-samsaxurma-rikis-doqebis-demontajze-nebartva-gasca-299628782.html

არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

Sputnik საქართველო

თბილისის ცენტრში მდებარე ამ ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-14T13:29+0400

2026-07-14T13:29+0400

2026-07-14T13:29+0400

საქართველო

თბილისი დღეს

თბილისის მერია

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_00848652ed389671c885c59ab5a30ab2.jpg

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისის ცენტრში მდებარე შენობის „რიყის დოქების" დემონტაჟის ნებართვა გასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რიყის პარკში მდებარე ორი გიგანტური „დოქისგან“ შექმნილი ექსტრავაგანტური კომპლექსი, რომლებშიც საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები უნდა განთავსებულიყო, უფუნქციოა. ცილინდრული ფორმის გამო თბილისელებმა შენობას „ტრუბები" ან „დოქები" შეარქვეს. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით აშენდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. მერიის განცხადებით, 14.591 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ობიექტების დემონტაჟზე ნებართვა, რომელიც კომპანია Rike Dom-ის საკუთრებაშია, 2026 წლის 16 აპრილს გაიცა.გავრცელებული ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოები 2026 წლის 25 ივნისიდან 25 დეკემბრის პერიოდში უნდა ჩატარდეს.დოკუმენტის თანახმად, დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის საერთო ფართობი 8.620 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სამშენებლო მოცულობა — 4.090 კუბურ მეტრს, ხოლო შენობის კონსტრუქციული სიმაღლე — 29,5 მეტრს.როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია.საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და სასტუმრო გაიხსნება.სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა - უქციონზე ობიექტის გაყიდვის ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წელს იგი 10,02 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი გახდა კომპანია Global Victory Trust, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელი ობიექტის 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ, 2025 წლის მაისში ბიზნესმენმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომი“ (Rike Dom). გასული წლის ივნისში კომპანიას მფლობელი შეეცვალა — „Rike Dom“-ის წილები კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_81:266:2458:2048_1920x0_80_0_0_ae02d9a01fe740b94178b97763657884.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები

არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გასცა

თბილისის ცენტრში მდებარე ამ ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისის ცენტრში მდებარე შენობის „რიყის დოქების" დემონტაჟის ნებართვა გასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიყის პარკში მდებარე ორი გიგანტური „დოქისგან“ შექმნილი ექსტრავაგანტური კომპლექსი, რომლებშიც საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები უნდა განთავსებულიყო, უფუნქციოა. ცილინდრული ფორმის გამო თბილისელებმა შენობას „ტრუბები" ან „დოქები" შეარქვეს. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით აშენდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.

თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. მერიის განცხადებით, 14.591 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ობიექტების დემონტაჟზე ნებართვა, რომელიც კომპანია Rike Dom-ის საკუთრებაშია, 2026 წლის 16 აპრილს გაიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოები 2026 წლის 25 ივნისიდან 25 დეკემბრის პერიოდში უნდა ჩატარდეს.

დოკუმენტის თანახმად, დემონტაჟს დაქვემდებარებული ობიექტის საერთო ფართობი 8.620 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სამშენებლო მოცულობა — 4.090 კუბურ მეტრს, ხოლო შენობის კონსტრუქციული სიმაღლე — 29,5 მეტრს.

როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა მიტოვებულ სამშენებლო ობიექტს, რომელიც 2022 წლიდან კერძო საკუთრებაშია.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულების თანახმად, ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და სასტუმრო გაიხსნება.

„უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას (რაც შესაძლოა, მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ასევე, სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა - უქციონზე ობიექტის გაყიდვის ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წელს იგი 10,02 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი გახდა კომპანია Global Victory Trust, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.

2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელი ობიექტის 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ, 2025 წლის მაისში ბიზნესმენმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომი“ (Rike Dom). გასული წლის ივნისში კომპანიას მფლობელი შეეცვალა — „Rike Dom“-ის წილები კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა0514-07-2026
2В Беговом районе Москвы появится башня со "срезанным" фасадом0003-06-2025
3Старейшее действующее трамвайное депо Москвы внесли в ЕГРН после реконструкции0014-04-2025
4Жюри определило финалистов конкурса на застройку Рижского грузового двора в Москве0006-09-2019
5Главгосэкспертиза одобрила проект реконструкции центра гематологии в Москве0005-03-2019
6ქვრივიშვილი: თბილისის აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის0513-07-2026
7В Москве отведут 6,7 га под лечебно-диагностический комплекс первой инфекционной больницы0009-04-2020
8Строительство делового центра "Парк Хуамин" завершили в Москве0019-02-2021
9Офисно-деловой центр в Новой Москве построят в стиле здания Центросоюза0017-06-2020
10Китайский деловой центр планируют открыть в Москве до конца года0001-08-2019

Классификация: Москва. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.