Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საეკლესიო კალენდარი: 18 ივლისი

Дата публикации: 18-07-2026 05:00:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260718/saeklesio-kalendari-18-ivlisi-299689099.html

საეკლესიო კალენდარი: 18 ივლისი

საეკლესიო კალენდარი: 18 ივლისი

Sputnik საქართველო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს. 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-18T09:00+0400

2026-07-18T09:00+0400

2026-07-18T09:00+0400

საქართველო

საეკლესიო კალენდარი

რელიგია

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274612_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_bcb66b71beccb6b58a08b4859505e8e9.jpg

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიღირსი ათანასე ათონელიღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო. ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)...წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება. საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება.ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).ღირსი ლამპადი ირინოპოლელიღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით განადიდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (+არა უგვიანეს X ს.).მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274612_246:0:1206:720_1920x0_80_0_0_9eeb9fc4db0a9e01f585ffa6b0aa52b5.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო. ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.

სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)...წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება. საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება.

ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).

ღირსი ლამპადი ირინოპოლელი

ღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით განადიდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (+არა უგვიანეს X ს.).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი0517-07-2026
2საეკლესიო კალენდარი: 14 ივლისი0514-07-2026
3საეკლესიო კალენდარი: 15 ივლისი0515-07-2026
4საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი0520-07-2026
5საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი0519-07-2026
6საეკლესიო კალენდარი: 13 ივლისი0513-07-2026
7Что можно и нельзя делать в Афанасьев день 18 июля 2026 года0717-07-2026
830+ открыток с Днем Сергия Радонежского 2026, чтобы поздравить дорогих вам людей0318-07-2026
9Завтра в Калмыкии будут чтить память святителя Андрея0516-07-2026
10Архиереи поздравили с днем ангела настоятеля Преображенского собора5319-06-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.