Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

Дата публикации: 20-07-2026 05:00:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260720/saeklesio-kalendari-20-ivlisi-299704826.html

საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

საეკლესიო კალენდარი: 20 ივლისი

Sputnik საქართველო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე... 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-20T09:00+0400

2026-07-20T09:00+0400

2026-07-20T09:00+0400

საქართველო

საეკლესიო კალენდარი

რელიგია

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23748/05/237480519_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_6e29b987a87249b4046436faed89b65e.jpg

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.ღირსი თომა მალეელიღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანეწმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.წმიდა მოწამე ევანგელეწმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23748/05/237480519_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_66a6166b36dc40470878fd7a41556d15.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.

ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).

ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.

წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე

წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.

წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.

წმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საეკლესიო კალენდარი: 18 ივლისი0518-07-2026
2საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი0517-07-2026
3საეკლესიო კალენდარი: 19 ივლისი0519-07-2026
4🗓 20 июля – отмечается 13 праздников. ✅ Международный день ...0519-07-2026
5🗓 20 июля – отмечается 13 праздников. ✅ Международный день ...0519-07-2026
6Премьер-министр Грузии почтил память погибших в Великой Отечественной Войне.0009-05-2021
7Президент Грузии еще не определилась с участием в торжествах по случаю Дня Победы в Москве0025-12-2019
8🎉 20 июля — сразу три ярких праздника! 🎉 🌕 День Луны. Его ...7620-07-2026
9Президент Грузии отправилась в Израиль на Всемирный форум памяти жертв Холокоста0020-01-2020
10Зеленский прибыл в Грузию для участия в конференции "Европейский путь Грузии"0019-07-2021

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.