Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ენერგეტიკული სასმელი და ბავშვები - რა საფრთხეს ქმნის კოფეინის დოზა

Дата публикации: 30-08-2023 15:25:06

პედიატრები და მშობლები შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებენ, კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე ისეთივე რეგულაციები შემუშავდეს, როგორიც ქვეყანაში ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვაზე მოქმედებს. მათი სურვილია, აიკრძალოს დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების არასრულწლოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიყიდვა. რადგან ზოგ შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელის ერთი პორცია იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი "კოკა-კოლა" ერთად.
ამერიკულ ბაზარზე წელს გამოსული სასმელის - "პრაიმ ენერჯის" 350-გრამიან ქილას 200 მილიგრამი კოფეინი აქვს. იგივე რაოდენობითაა კოფეინი სხვა, კონკურენტი კომპანიების ენერგეტიკულ სასმელშიც, როგორიცაა მაგალითად, "გოუსთი", ან კიმ კარდაშიანის "კიმადე". ოდნავ ნაკლები - 150 მილიგრამი კოფეინია პოპულარულ სასმელში "მონსტერი".
ასეთი დოზით კოფეინის მიღება აკრძალულია კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ზოგიერთმა ქვეყანამ და მსხვილმა საერთაშორისო საბითუმო კომპანიამ მათი გაყიდვა საერთოდ აკრძალა, ზოგან კი ასაკობრივი ცენზი შემოიღეს. შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში მათ გაყიდვაზე ეროვნული რეგულაციები შემუშავებული არ არის და ამ ტიპის სასმელის გაყიდვაც არ იზღუდება.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის ამერიკული აკადემიის ინფორმაციით, ბავშვებისთვის კოფეინის დადასტურებულად უსაფრთხო დოზა არ არსებობს. "ნებისმიერი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც კოფეინს ისეთი მაღალი დოზით შეიცავს, როგორც "პრაიმ ენერჯი", ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის", - ამბობს ექიმი ჰოლი ბენჯამინი, პედიატრიის პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში.
ბავშვებში, რომლებიც კოფეინს მოიხმარენ, გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს: სწრაფ ან არარეგულარულ გულისცემას, თავისტკივილს, გულყრას, კანკალს თუ კუჭის აშლილობას. ექიმი ბენჯამინის თქმით, კოფეინს ასევე შესაძლოა არასასურველი გავლენა ჰქონდეს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ამ საკითხზე შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებში უკვე მსჯელობენ. განხილვა მიმდინარეობს შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში, სადაც ინიციატივა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა შეიტანა. ის ითხოვს, ენერგეტიკულ სასმელში "პრაიმ ენერჯი" კოფეინის დიდი რაოდენობით შემცველობის და ბავშვებისთვის მათი რეკლამირებისა თუ მიყიდვის პრობლემის შესწავლას.
კომპანია "პრაიმ ენერჯიმ" საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მედიის კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დატოვეს სხვებმაც, მათ შორის "კიმადეს", "გოუსთის" და "მონსტერის" წარმომადგენლებმა.
ცოტა ხნის წინ, "პრაიმის" თანადამფუძნებლებმა ლოგან პოლმა და ოლაჯიდე უილიამსმა, რომლებიც სოციალურ მედიაში დიდი გავლენით სარგებლობენ, ამ კითხვას ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ კომპანია ბავშვებს ენერგეტიკული სასმელის მიღებისკენ არ უბიძგებს  და რომ მცირეწლოვან მომხმარებლებში ამ სასმელის გაყიდვა თავად გამყიდველების მხრიდან უნდა დარეგულირდეს. 

Основное содержимое страницы с новостью.

This item is part of

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ჯანმო ჩინეთისგან რესპირატორული დაავადების აფეთქებაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს012.6223-11-2023
2В Британии запретили продажу энергетиков детям. А что в России?0517-07-2026
3Табачные компании поддерживают предложение о запрете продажи детям никотиновых изделий0018-12-2019
4В Думу внесли законопроект о запрете продажи энергетических напитков несовершеннолетним0009-01-2023
5"Энергетические напитки опасны для здоровья". Правда ли это?0023-01-2023
6Дума ввела ограничения для никотинсодержащей продукции0022-07-2020
7В Британии с апреля 2027 года запретят продажу энергетиков детям до 16 лет0516-07-2026
8Минздрав считает, что нужно запретить продажу никотиносодержащих смесей несовершеннолетним0020-12-2019
9Депутаты Башкирии запретили продажу никотиносодержащей продукции несовершеннолетним0030-01-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 9.12. Источник: www.amerikiskhma.com.