Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ჯანმო ჩინეთისგან რესპირატორული დაავადების აფეთქებაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს

Дата публикации: 23-11-2023 14:59:41

23 ნოემბერი, 2023 — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჩინეთს სთხოვა, რესპირატორული დაავადებების მკვეთრად ზრდის თაობაზე მეტი დეტალი გაუზიაროს. გაეროს ჯანდაცვის წამყვანი სააგენტოს რეგულაციებით, ჩინეთს პასუხის გასაცემად 24 საათი აქვს.
ბავშვებში პნევმონიის შემთხვევების აფეთქებას, ჯანმოს ჩინეთის ოფისმა დღეს "რუტინული" შემოწმება უწოდა. მომხდარზე ცნობა პეკინმა, პირველად, 10 დღის წინ გაავრცელა. 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ბავშვებში რესპირატორული დაავადებების შემთხვევები გახშირდა.
ახალი კლასტერების ზრდა, ჩინეთის მთავრობამ, კოვიდ-19-ის შეზღუდვების მოხსნას და ისეთი ცნობილი პათოგენების ცირკულაციას მიაწერა, როგორიცაა ვირუსული გრიპი და მიკოპლაზმური პნევმონია. პეკინის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექციებითაა გამოწვეული, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება. შესაძლო მიზეზებს შორის სახელდებოდა რესპირატორულ-სინციციალური ვირუსი (RSV) და სარს-კოვ-2, ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჯერჯერობით უცნობი რჩება, შექმნილი ვითარება მართლაც რესპირატორული ინფექციების საერთო მატებითაა გამოწვეული, თუ ეს ცალკეულ მოვლენებს უკავშირდება. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ ჩინეთს ასევე სთხოვა, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ცნობილი პათოგენების მიმოქცევის ტენდენციებისა და ჯანდაცვის სისტემების დატვირთვის თაობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის სხვადასხვა არხების მეშვეობით, უშუალო კონტაქტში იმყოფება ადგილობრივ საავადმყოფოებთან და ჩინელ მეცნიერებთანაც.
ჩინეთის მისამართით დღემდე ისმის კრიტიკა ქვეყნის ჯანაცვის სისტემის არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო, როცა იქ, ქალაქ ვუჰანში კოვიდ-19-მა იფეთქა. კითხვები რჩება ჯანმოსთანაც, რომელსაც პანდემიის დასაწყისში უფრო ეფექტიან რეაგირებას სთხოვდნენ.


Основное содержимое страницы с новостью.

23 ნოემბერი, 2023 — 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჩინეთს სთხოვა, რესპირატორული დაავადებების მკვეთრად ზრდის თაობაზე მეტი დეტალი გაუზიაროს. გაეროს ჯანდაცვის წამყვანი სააგენტოს რეგულაციებით, ჩინეთს პასუხის გასაცემად 24 საათი აქვს.

ბავშვებში პნევმონიის შემთხვევების აფეთქებას, ჯანმოს ჩინეთის ოფისმა დღეს "რუტინული" შემოწმება უწოდა. მომხდარზე ცნობა პეკინმა, პირველად, 10 დღის წინ გაავრცელა. 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ბავშვებში რესპირატორული დაავადებების შემთხვევები გახშირდა.

ახალი კლასტერების ზრდა, ჩინეთის მთავრობამ, კოვიდ-19-ის შეზღუდვების მოხსნას და ისეთი ცნობილი პათოგენების ცირკულაციას მიაწერა, როგორიცაა ვირუსული გრიპი და მიკოპლაზმური პნევმონია. პეკინის განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექციებითაა გამოწვეული, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მცირეწლოვან ბავშვებში ვრცელდება. შესაძლო მიზეზებს შორის სახელდებოდა რესპირატორულ-სინციციალური ვირუსი (RSV) და სარს-კოვ-2, ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ჯერჯერობით უცნობი რჩება, შექმნილი ვითარება მართლაც რესპირატორული ინფექციების საერთო მატებითაა გამოწვეული, თუ ეს ცალკეულ მოვლენებს უკავშირდება. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ ჩინეთს ასევე სთხოვა, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ცნობილი პათოგენების მიმოქცევის ტენდენციებისა და ჯანდაცვის სისტემების დატვირთვის თაობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის სხვადასხვა არხების მეშვეობით, უშუალო კონტაქტში იმყოფება ადგილობრივ საავადმყოფოებთან და ჩინელ მეცნიერებთანაც.

ჩინეთის მისამართით დღემდე ისმის კრიტიკა ქვეყნის ჯანაცვის სისტემის არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო, როცა იქ, ქალაქ ვუჰანში კოვიდ-19-მა იფეთქა. კითხვები რჩება ჯანმოსთანაც, რომელსაც პანდემიის დასაწყისში უფრო ეფექტიან რეაგირებას სთხოვდნენ.

This item is part of

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1მოდერნა: "კოვიდის ბოლო ვაქცინა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია" 011.0406-09-2023
2ინგლისში კოვიდის ახალი ვარიანტით ინფიცირების 34 შემთხვევა დადასტურდა015.4208-09-2023
3В Китае заявили, что не объявляли пневмонию нового типа глобальным ЧП0023-01-2020
4ВОЗ направит в Китай экспертов в связи со вспышкой пневмонии нового типа0028-01-2020
5ენერგეტიკული სასმელი და ბავშვები - რა საფრთხეს ქმნის კოფეინის დოზა 09.1230-08-2023
6WSJ: в ВОЗ допускают, что COVID-19 начал распространяться в Китае в октябре 2019 года0011-02-2021
7В ВОЗ заявили об обеспокоенности ситуацией с заболеваемостью ковидом в Китае0021-12-2022
8В Китае заявили, что заразность мутировавших штаммов коронавируса усилилась на 10-70%0013-01-2021
9В Китае заявили, что новая вспышка коронавируса произошла из-за ослабления мер контроля0016-01-2021
10В ВОЗ заявили, что риск повторной вспышки коронавируса в Китае еще не преодолен0024-02-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 12.62. Источник: www.amerikiskhma.com.