Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ნობელის პრემია მედიცინაში პენსილვანიის უნივერსიტეტის ორ მეცნიერს გადაეცემა

Дата публикации: 02-10-2023 15:27:08

უნგრელმა მეცნიერმა კატალინ კარიკომ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ დრიუ ვეისმანმა ერთმანეთი ფოტოასლების გასაკეთებლად მისულთა რიგში გაიცნეს. მათ მიერ მრნა მოლეკულის (mRNA) აღმოჩენა კი მოგვიანებით საფუძვლად დაედო კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის შექმნას.
დღეს, 2 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კატალინ კარიკო და დრიუ ვეისმანი მედიცინის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ. სამეცნიერო წრეებში ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც შვედეთის კაროლინსკის სამედიცინო ინსტიტუტი გასცემს.
თანმხლები ფულადი ჯილდო 11 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს, რაც დაახლოებით მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხას მოიცავს. „ლაურეატებმა წვლილი შეიტანეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის დროს, ვაქცინის განვითარების უპრეცედენტო ტემპში", ნათქვამია შვედეთის ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
კატალინ კარიკო უნგრეთში დაიბადა და გაიზარდა, 20 წლიდან ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა უნგრეთთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ის დღესაც სცეგედის უნივერსიტეტის პროფესორია და პარალელურად მუშაობს ამერიკაში, ქალაქ ფილადელფიაში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც ვაქცინებს იკვლევს.
დრიუ ვეისმანი კი პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმია. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ ჯერ ზიკა ვირუსის, შემდეგ კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ბევრი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები არიან.

Основное содержимое страницы с новостью.

This item is part of

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1გენეტიკური პროფილი და წონის დასაკლები წამალი "ვეგოვი"08.4420-05-2024
2Ученые Пань Цзяньвэй и Сергей Шейко получили премию ЮНЕСКО-России имени Менделеева0510-07-2026
3ჯანმო ჩინეთისგან რესპირატორული დაავადების აფეთქებაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს012.6223-11-2023
4Scientists create new coronavirus jab that even works on viruses they haven't discovered yet in a bid to beat the next pandemic0706-05-2024
5Carla Casadevall, química e investigadora: "En 10 años fabricaremos energía limpia imitando la fotosíntesis"7703-07-2026
6Следующая церемония вручения премии ЮНЕСКО им. Менделеева пройдет в России0015-11-2021
7June and Sadelain, the pioneers of CAR-T cell immunotherapy, receive the Frontiers of Knowledge Award08.9625-06-2026
8«La seconda vita della rivoluzione Crispr: curerà il pianeta, non solo le persone»5730-06-2026
9Computer Science student awarded EPSRC Doctoral Prize07.6612-06-2012

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 11.44. Источник: www.amerikiskhma.com.