Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

შსს: დუშეთში დაჭრის საქმეზე დაკავებულისგან ჩვენება ძალის გამოყენების გარეშე იქნა მიღებული

Дата публикации: 18-07-2026 14:27:28

სამინისტრო გამოეხმაურა TV Pirveli-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციამ უდანაშაულო მამაკაცი დააკავა და ბრალი ძალადობის გამოყენებით აღიარებინა

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260718/sss-dusetsi-dawris-saqmeze-dakavebulisgan-cveneba-zalis-gamoyenebis-garese-iqna-mirebuli-299700387.html

შსს: დუშეთში დაჭრის საქმეზე დაკავებულისგან ჩვენება ძალის გამოყენების გარეშე იქნა მიღებული

შსს: დუშეთში დაჭრის საქმეზე დაკავებულისგან ჩვენება ძალის გამოყენების გარეშე იქნა მიღებული

Sputnik საქართველო

სამინისტრო გამოეხმაურა TV Pirveli-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციამ უდანაშაულო მამაკაცი დააკავა და ბრალი ძალადობის გამოყენებით აღიარებინა 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-18T18:27+0400

2026-07-18T18:27+0400

2026-07-18T18:27+0400

ახალი ამბები

საქართველო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს დუშეთში მამაკაცის დაჭრის საქმეზე ეჭვმიტანილის მიმართ ძალის გამოყენების ფაქტს აღიარებითი ჩვენების მისაღებად - საუბარია 2026 წლის აპრილში დუშეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემის ანონსში განაცხადა, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით დანაშაული აღიარებინეს.საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს:მიმდინარე წლის აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.აღნიშნული პირის მიმართ ასევე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზაც დაინიშნა.„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა“, - ნათქვამია განცხადებაში.გამოძიებამ დანის ექსპერტიზის შედეგები მხოლოდ ივლისში მიიღო. მანამდე პირველი დაკავებული საპატიმროში იმყოფებოდა, მეორე პირი კი, რომელმაც მეორე დღესვე დანაშაული აღიარა, თავისუფალი იყო.ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, პოლიციამ რეალური ბრალდებული - მეორე პირი დააკავა. თავდაპირველად დაკავებულის მიმართ კი დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.შსს განმარტავს, რომ თავდაპირველად დაკავებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე. მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დუშეთში დაჭრის საქმეზე დაკავებულისგან ჩვენება ძალის გამოყენების გარეშე იქნა მიღებული

სამინისტრო გამოეხმაურა TV Pirveli-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციამ უდანაშაულო მამაკაცი დააკავა და ბრალი ძალადობის გამოყენებით აღიარებინა

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს დუშეთში მამაკაცის დაჭრის საქმეზე ეჭვმიტანილის მიმართ ძალის გამოყენების ფაქტს აღიარებითი ჩვენების მისაღებად - საუბარია 2026 წლის აპრილში დუშეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

ტელეკომპანია „პირველმა“ გადაცემის ანონსში განაცხადა, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით დანაშაული აღიარებინეს.

საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს:

მიმდინარე წლის აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.

აღნიშნული პირის მიმართ ასევე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზაც დაინიშნა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიებამ დანის ექსპერტიზის შედეგები მხოლოდ ივლისში მიიღო. მანამდე პირველი დაკავებული საპატიმროში იმყოფებოდა, მეორე პირი კი, რომელმაც მეორე დღესვე დანაშაული აღიარა, თავისუფალი იყო.

ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, პოლიციამ რეალური ბრალდებული - მეორე პირი დააკავა. თავდაპირველად დაკავებულის მიმართ კი დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

შსს განმარტავს, რომ თავდაპირველად დაკავებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე. მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Источник: в Минэнерго проводятся следственные действия0008-09-2020
2В Петербурге завели дело по факту нападения на корреспондента телеканала0012-05-2025
3Обвиняемые в избиении задержанного до смерти полицейские признали вину0002-10-2019
4В Министерстве земельных и имущественных отношений Дагестана силовики изъяли документы0029-04-2021
5Szénakazalban bújt el az erőszaktevő, trükkös módon találták meg – videó0516-07-2026
6Глава СЖР напомнил об ответственности за нападения на журналистов0002-02-2021
7МВД Татарстана проверит информацию о полицейском, стрелявшем по подчиненным0002-09-2020
8В Калуге неизвестный напал на ведущую местного телеканала0006-06-2019
9СК проверит информацию о нападении мужчины на детей в Донецке0018-04-2025

Классификация: Происшествия. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.