Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თუშეთში წყლის ძლიერმა ნაკადმა შენაქოს ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო

Дата публикации: 19-07-2026 16:29:00

ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260719/tushetshi-shenaqos-xidgan-mdinarem-gza-waigo-299710201.html

თუშეთში წყლის ძლიერმა ნაკადმა შენაქოს ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო

თუშეთში წყლის ძლიერმა ნაკადმა შენაქოს ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო

Sputnik საქართველო

ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება. 19.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-19T20:29+0400

2026-07-19T20:29+0400

2026-07-19T20:29+0400

საქართველო

თუშეთი

შემთხვევები საქართველოში

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24559/11/245591100_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_a7e2cd672a70b5b6d6b34a0dc862dd36.jpg

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა ჩამოიშალა, იუწყება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია. დაზიანებული ხიდი სოფელ შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან აკავშირებს.თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია შენაქოსა და დიკლოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში ან საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავონ დაზიანებული ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებულია ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

საქართველო

თუშეთი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24559/11/245591100_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_45ebf1fb1daad5e884ecf21f9397cd90.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, თუშეთი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თუშეთი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

თუშეთში წყლის ძლიერმა ნაკადმა შენაქოს ხიდთან მისასვლელი გზა წაიღო

ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა ჩამოიშალა, იუწყება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია.

დაზიანებული ხიდი სოფელ შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან აკავშირებს.

„აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია“, -აღნიშულია ინფორმაციაში.

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია შენაქოსა და დიკლოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში ან საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავონ დაზიანებული ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.

„ნებისმიერი ლოგისტიკური, სამედიცინო თუ გადაუდებელი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან ადმინისტრაციას (საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 599 004 972 - ლადო კახოიძე)“, -აღნიშულია ინფორმაციაში.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებულია ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

ომალო - შენაქო - დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საყდრის ხიდთან გზა დაიტბორა — ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებით შეზღუდვა დაწესდა0519-07-2026
2СМИ сообщили о запуске грузового железнодорожного маршрута Чжэнчжоу - Москва0008-08-2019
3В Дербенте возобновили подачу воды населению0031-07-2025
4Дитрих: смена кабмина не приведет к масштабным пересмотрам проекта трассы Москва - Казань0028-01-2020
5В подтопленном Тулуне 4 июля планируют подключить водоснабжение по временной схеме0003-07-2019
6Движение по трассе "Таврида" в районе Севастополя запустят в сентябре0022-07-2020
7В Туапсе началась подача воды по усеченной схеме0028-10-2018
8В Якутии паромная переправа Якутск - Нижний Бестях начала работу на реке Лене0022-05-2025
9По путепроводу в составе будущего обхода Адлера запустили движение0029-07-2025
10Четырехполосная дорога будет построена от трассы "Таврида" до Судака0024-12-2020

Классификация: В стране. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.