განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება.
https://sputnik-georgia.com/20260720/pirvelklaselta-registraciis-bolo-etapi-daiwko-299713253.html
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დაიწყო
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დაიწყო
Sputnik საქართველო
განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T11:54+0400
2026-07-20T11:54+0400
2026-07-20T11:54+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447570_0:103:3000:1791_1920x0_80_0_0_6ee7565ddb638a171cc054367e6abc9c.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დასკვნითი, მეხუთე ეტაპი დღეს, 20 ივლისს 10:00 საათზე დაიწყო და 31 ივლისის 24:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება. მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით პირდაპირ სასურველ საჯარო სკოლას უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე – skolebi.emis.ge.განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და 20-31 ივლისის პერიოდში სასურველ საჯარო სკოლას მიმართონ.საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).წელს საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით.ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დასკვნითი, მეხუთე ეტაპი დღეს, 20 ივლისს 10:00 საათზე დაიწყო და 31 ივლისის 24:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.
განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება. მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით პირდაპირ სასურველ საჯარო სკოლას უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე – skolebi.emis.ge.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და 20-31 ივლისის პერიოდში სასურველ საჯარო სკოლას მიმართონ.
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
წელს საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით.
ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო | 0 | 5 | 20-07-2026 |
| 2 | Запись детей в первые классы столичных школ началась на портале мэра Москвы | 0 | 0 | 01-04-2021 |
| 3 | Приём заявлений в первый класс завершится в России 5 сентября | 0 | 5 | 12-07-2026 |
| 4 | В России вступает в силу новый порядок записи в первый класс | 0 | 0 | 30-03-2021 |
| 5 | Запись в первые классы московских школ на следующий учебный год начнется 15 декабря | 0 | 0 | 13-12-2018 |
| 6 | В Омске с 6 июля откроют второй этап приёма заявлений в первый класс. Как проверить наличие мест? | 0 | 5 | 01-07-2026 |
| 7 | В Москве с 1 апреля открылась запись в первые классы | 0 | 0 | 01-04-2025 |
| 8 | В школы Петербурга стали записывать не по прописке | 0 | 5 | 07-07-2026 |
| 9 | Стало известно, когда завершится прием заявлений в первый класс | 0 | 5 | 12-07-2026 |
| 10 | Московские школы-кандидаты для IT-класса проведут онлайн-тестирование для обучающихся | 0 | 0 | 26-08-2019 |