Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

Дата публикации: 20-07-2026 13:00:00

12 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა და დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260720/telavshi-samushasoebi-grzeldeba-299717149.html

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

Sputnik საქართველო

12 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა და დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-20T17:00+0400

2026-07-20T17:00+0400

2026-07-20T17:00+0400

საქართველო

საქართველოს რეგიონები

სტიქიური მოვლენები

კახეთი

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_0:48:2048:1200_1920x0_80_0_0_095ec36bcd8fbd286452642728b789f2.jpg

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამ დროისთვის თელავში სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი - კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია, განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ. 12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.მისი თქმით, ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი საშუალებების აქტიური გამაგრება.საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველო

კახეთი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_7ca450ca4a06c70b656f998ceeceb372.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, კახეთი , ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, კახეთი , ახალი ამბები

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

12 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა და დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ამ დროისთვის თელავში სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი - კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია, განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.

„თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც“, - განაცხადა კალმახელიძემ.

მისი თქმით, ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი საშუალებების აქტიური გამაგრება.

საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.

პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1თბილისში რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთეს0517-07-2026
2დაუსრულებელი მშენებლობიდან – ახალ ცხოვრებაში: თბილისში 58 ოჯახს ბინები გადაეცა5720-07-2026
3ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს0520-07-2026
4Войска завершат расчистку большинства подтопленных районов Крыма 24 июня0022-06-2021
5Основные ремонтные работы после взрывов в Дзержинске завершены0005-06-2019
6Постройки "Технопарка" на Шиесе демонтируют до конца марта0003-03-2021
7Решение о восстановлении поврежденного взрывом дома в Шахтах примут через три недели0015-01-2019
8В Чите 12 семей получили временное жилье после взрыва газа в пятиэтажном доме0014-03-2023
9В Чите завершили аварийно-спасательные работы на месте взрыва в жилом доме0009-03-2023
10Ремонт дома в Тюмени, где произошел взрыв газа, займет более года0002-10-2020

Классификация: В стране. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.