Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის ჩვენი გადარჩენის გზა

Дата публикации: 13-07-2026 18:00:00

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, განაცხადა პატრიარქმა

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/shio-mesamem-mrevls-sveticxovloba-miuloca-299621207.html

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის ჩვენი გადარჩენის გზა

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის ჩვენი გადარჩენის გზა

Sputnik საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, განაცხადა პატრიარქმა 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T22:00+0400

2026-07-13T22:00+0400

2026-07-13T22:00+0400

საქართველო

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii

საზოგადოება

რელიგია

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას. დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას და სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. მისი თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა. „მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების“, - აღნიშნა შიო მესამემ. პატრიარქის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს აღნიშნავს, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს. სვეტიცხოველიმცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები

საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის ჩვენი გადარჩენის გზა

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, განაცხადა პატრიარქმა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას და სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.

„გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას - დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული ასევე, რამეთუ ის 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის“, - განაცხადა შიო მესამემ.

მისი თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.

„მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების“, - აღნიშნა შიო მესამემ.

პატრიარქის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს აღნიშნავს,

„ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ - ეს არის სწორედ მათი ღვაწლისა და ქადაგების დამსახურება," - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეფე მირიანის დროს გამოცხადდა. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.

მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.

V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.

სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1პატრიარქი: წმინდა მოციქულმა პეტრემ რწმენის დიდი მაგალითი მოგვცა0212-07-2026
2Патриарх Кирилл назвал великим грехом разрушение единства православной церкви0007-01-2019
3МИТРОПОЛИТ ЗАПОРОЖСКИЙ ЛУКА: Единство Церкви против диктатуры большинства. Христос посреди ...5706-07-2026
4ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს0513-07-2026
5Патриарх Кирилл назвал Совет Европы основой единства Евросоюза0027-05-2019
6Патриарх Кирилл: принятие поправок в конституцию приведет к важным духовным последствиям0025-06-2020
7Патриарх призвал говорить о милосердии и единстве через кино0022-05-2025
8საეკლესიო კალენდარი: 14 ივლისი0514-07-2026
9საეკლესიო კალენდარი: 15 ივლისი0515-07-2026
10СМИ: Папа Римский ответил на письмо Мадуро0013-02-2019

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 5. Информативность: 7. Источник: sputnik-georgia.com.