Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც

Дата публикации: 14-07-2026 13:00:00

რეგიონი მსგავსი მასშტაბის სტიქიას ბოლოს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეესწრო.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260714/papuashvili-telavshi-stiqias-exmaureba-299634739.html

პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც

პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც

Sputnik საქართველო

რეგიონი მსგავსი მასშტაბის სტიქიას ბოლოს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეესწრო. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-14T17:00+0400

2026-07-14T17:00+0400

2026-07-14T17:00+0400

საქართველო

შალვა პაპუაშვილი

შემთხვევები საქართველოში

საქართველოს რეგიონები

თელავი

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_0:48:2048:1200_1920x0_80_0_0_095ec36bcd8fbd286452642728b789f2.jpg

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თელავში მომხდარი სტიქიის კომენტირებისას. 12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა კახეთის მოსახლეობის ერთსულოვნება. მისი თქმით, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები სრული შემადგენლობით დადგნენ თელაველთა გვერდით და დღესაც ერთად აგრძელებენ სტიქიის შედეგებთან ბრძოლას. „სწორედ ასეთ დროს ჩანს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის - ის მოქმედებაა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა. როგორც მან განაცხადა, მსგავსი მასშტაბის სტიქია რეგიონს ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ დაატყდა თავს. მისი თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ, ქალაქი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და ლამაზი გახდება. საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველო

თელავი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_7ca450ca4a06c70b656f998ceeceb372.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, შალვა პაპუაშვილი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, თელავი, ახალი ამბები

საქართველო, შალვა პაპუაშვილი, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, თელავი, ახალი ამბები

პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც

რეგიონი მსგავსი მასშტაბის სტიქიას ბოლოს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეესწრო.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თელავში მომხდარი სტიქიის კომენტირებისას.

12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.

„სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიძლევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა კახეთის მოსახლეობის ერთსულოვნება. მისი თქმით, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები სრული შემადგენლობით დადგნენ თელაველთა გვერდით და დღესაც ერთად აგრძელებენ სტიქიის შედეგებთან ბრძოლას.

„სწორედ ასეთ დროს ჩანს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის - ის მოქმედებაა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი მასშტაბის სტიქია რეგიონს ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ დაატყდა თავს.

„ამჯერად, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გვაჩვენა. თელავისხევზე მოწყობილმა სამმა კასკადურმა ბეტონის ღვარცოფდამჭერმა, რომლებიც ბოლოს 2022 წელს გაიწმინდა, სტიქიის მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო - სრულად შეაკავა ღვარცოფის მიერ ჩამოტანილი ხეები და მორები, ქვა-ღორღის უდიდესი ნაწილი, რამაც ქალაქი გაცილებით მძიმე შედეგს გადაარჩინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ, ქალაქი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და ლამაზი გახდება.

საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.

პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე0513-07-2026
2„საკუთარი თავის მხილება“: პაპუაშვილი გვარამიას სკანდალურ განცხადებაზე0515-07-2026
3ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"-5515-07-2026
4Пашинян высказался об отношениях с Россией и сближении с ЕС0502-07-2026
5Премьер Грузии заявил, что сотрудничество Вашингтона и Тбилиси достигло наивысшего уровня0022-09-2018
6Путин: Москва демонстрирует хорошие показатели практически по всем направлениям0005-05-2025
7МИД Абхазии: Грузия заслужит доверие страны только после неприменения силы0006-06-2025
8Путин: принимать стратегические решения без учета специфики регионов России невозможно0028-09-2020
9Путин: чем дольше Россия будет стабильной, тем лучше0027-06-2019
10Президент Абхазии высоко оценил уровень взаимоотношений с Россией0005-08-2019

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.