Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

Дата публикации: 15-07-2026 06:26:00

ვლაქერნობა მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260715/eklesia-vlaqernobas-agnishnavs-299642709.html

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

Sputnik საქართველო

ვლაქერნობა მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება. 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-15T10:26+0400

2026-07-15T10:26+0400

2026-07-15T11:24+0400

საქართველო

საზოგადოება

საეკლესიო კალენდარი

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:48:1000:611_1920x0_80_0_0_026914c4266dd2fc33244bc71518fefe.jpg

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ღვთისმშობლის კვართს, ტრადიციისამებრ, ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრებიან.ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღასრულებს. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_a2ee65a266085d8e88ece2b4a9051753.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები

საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

10:26 15.07.2026 (განახლებულია: 11:24 15.07.2026)

ვლაქერნობა მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.

ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება.

კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.

ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.

დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ღვთისმშობლის კვართს, ტრადიციისამებრ, ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრებიან.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღასრულებს.

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.

ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საეკლესიო კალენდარი: 15 ივლისი0515-07-2026
2ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს0513-07-2026
3საეკლესიო კალენდარი: 13 ივლისი0513-07-2026
4პაპუაშვილი: მოციქულთა ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიულია0512-07-2026
5Архиєрейська Божественна Літургія, очолює Блаженніший Святослав5528-06-2026
6Введение во храм Пресвятой Богородицы: что означает, как праздновать, что нельзя делать0004-12-2020
7Храму святителя Николая в центре Москвы вернут дореволюционный облик0015-01-2020
8Патриарх Кирилл совершил великое освящение храма Успения Пресвятой Богородицы5530-03-2026
9Православные христиане отмечают Успение Пресвятой Богородицы0028-08-2019
10В Варшаве впервые за 100 лет освятили новый православный храм0020-09-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.