სააგენტოსა და ფრანგულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20261022/mtis-trasebis-saagento-safrangetis-kurortebi-memorandumi-301292970.html
მთის ტრასების სააგენტო საფრანგეთის კურორტებთან ითანამშრომლებს
მთის ტრასების სააგენტო საფრანგეთის კურორტებთან ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
სააგენტოსა და ფრანგულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული... 22.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-22T15:38+0400
2026-10-22T15:38+0400
2026-10-22T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ზამთრის კურორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810770_0:162:3067:1887_1920x0_80_0_0_28430de12d563829ceba81e6de1d5fad.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის" გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს. კერძოდ, თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება. სააგენტოში ფიქრობენ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. „გრან მასიფი“ (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს. "მთის ტრასების სააგენტო" (MTA) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ზამთრის კურორტები
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ზამთრის კურორტები
გამოწერა
სააგენტოსა და ფრანგულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „მთის ტრასების სააგენტო" საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს.
შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის" გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, ,,გრან მასიფის" კურორტებზე სრიალი", - განაცხადა ლევან დარსალიამ.
კერძოდ, თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება.
სააგენტოში ფიქრობენ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
„გრან მასიფი“ (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს.
"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Грузия и Турция подписали договор о сотрудничестве в сфере безопасности | 0 | 0 | 22-06-2023 |
| 2 | Грузия и Швейцария договорились о сотрудничестве в сфере туризма | 0 | 0 | 06-12-2022 |
| 3 | საქართველომ სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვები აზერბაიჯანთანაც აამოქმედა | 0 | 5 | 20-07-2026 |
| 4 | სომხეთის გენერალური პროკურორი თბილისში: შეხვედრების ძირითადი თემები | 0 | 9.15 | 22-10-2026 |
| 5 | ЮФУ и "Транстелесофт" намерены совместно повышать безопасность железнодорожных перевозок | 0 | 0 | 20-11-2025 |
| 6 | РЖД открыты к совместной оценке эффективности концессионного соглашения с Арменией | 0 | 10 | 14-10-2026 |
| 7 | РЖД, РЭЦ и Афрэксимбанк договорились о сотрудничестве в железнодорожной сфере | 0 | 0 | 28-11-2018 |
| 8 | სემეკი: საქართველოში გაზსა და წყალზე შეიძლება ტარიფები შეიცვალოს | 0 | 8.57 | 21-10-2026 |
| 9 | Метревели: мы хотим диалога и нормальных отношений с Россией – это наша главная цель | 0 | 6.1 | 18-08-2026 |
| 10 | РЖД и "Трансмашхолдинг" договорились об обоюдной поддержке на международных рынках | 0 | 0 | 03-06-2021 |