Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

დახმარება დევნილებისთვის: განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება

Дата публикации: 19-10-2026 06:52:00

კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261019/jandacvis-saministro-gancxadebis-ardgena-19-oqtombridan-daickeba-301211335.html

დახმარება დევნილებისთვის: განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება

დახმარება დევნილებისთვის: განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება

Sputnik საქართველო

კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-19T10:52+0400

2026-10-19T10:52+0400

2026-10-19T10:52+0400

საქართველო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური სფერო საქართველოში

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის საცხოვრებლის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის წესები განსაზღვრა.12 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად ფულადი კომპენსაციების პროგრამის ამოქმედების თაობაზე განაცხადა. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. რაც შეეხება თავად კომპენსაციის ოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული. პროგრამაში განაცხადის წარდგენა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი.წესების თანახმად, კომპენსაციის მისაღებად დევნილებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმის განაცხადი. ამის შემდეგ სპეციალური კომისია შეამოწმებს თითოეულ განცხადებას, ოჯახების შემოწმების შემდგომ კი თანხების გაცემა განხორციელდება რიგითობის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.წესების თანახმად, განაცხადში ოჯახის წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ მისამართზე რეალურად მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობას. განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი. არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.გარდა ამისა, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

გამოწერა

კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილებისთვის საცხოვრებლის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის წესები განსაზღვრა.

12 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად ფულადი კომპენსაციების პროგრამის ამოქმედების თაობაზე განაცხადა.

პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. რაც შეეხება თავად კომპენსაციის ოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული. პროგრამაში განაცხადის წარდგენა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში იქნება შესაძლებელი.

წესების თანახმად, კომპენსაციის მისაღებად დევნილებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმის განაცხადი. ამის შემდეგ სპეციალური კომისია შეამოწმებს თითოეულ განცხადებას, ოჯახების შემოწმების შემდგომ კი თანხების გაცემა განხორციელდება რიგითობის მიხედვით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.

წესების თანახმად, განაცხადში ოჯახის წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ მისამართზე რეალურად მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობას. განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი. არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში კი საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა.

გარდა ამისა, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.

დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.

კომპენსაციის გაცემა მოხდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღეში. აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მლნ ლარი - პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300.549 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 96.313 ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოში არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა ბრუნდება019.2818-10-2026
2Региональное Отделение Соцфонда начало прием заявлений на новую семейную выплату013.6101-06-2026
3Денежное довольствие мобилизованным начисляется с 10-го по 20-е число каждого месяца0008-11-2022
45 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას იწყებს023.3321-10-2026
5Impulso al alumbrado rural con nuevas ayudas para entornos con viviendas aisladas09.7213-10-2026
6Обратиться за выплатой в 10 тыс. на детей-школьников можно до конца октября0011-06-2021
7Свердловские ветераны и труженики тыла получат выплаты к годовщине Победы до конца апреля0020-04-2020
8Подмосковные ветераны получат выплату от 40 до 70 тыс. рублей ко Дню Победы0025-03-2025
9Субсидии на зарплату начнут поступать подмосковным предприятиям с 18 мая0007-05-2020
10Конкурс грантов для молодежи объявили Фонд содействия инновациям и Кружковое движение НТИ0018-11-2021

Классификация: Партнеры. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 23.64. Источник: sputnik-georgia.com.