Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

Дата публикации: 21-10-2026 09:24:00

პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტი უარყო.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261021/geninspeqciam-gamozieba-daicko-301264349.html

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

Sputnik საქართველო

პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტი უარყო. 21.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-21T13:24+0400

2026-10-21T13:24+0400

2026-10-21T13:24+0400

საქართველო

სპეციალური პენიტენციური სამსახური

შემთხვევები საქართველოში

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გუშინ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან ერთად მყოფმა სხვა ბრალდებულებმა — ვახტანგ (ვატო) ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“). უფლებადამცველი პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს.ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა პატიმრობაში მყოფმა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.ფეიქრიშვილი გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში" 19 ოქტომბერს გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა. გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და უარყო თანამესაკნეების მხრიდან ფეიქრიშვილზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი.უწყების ცნობით, ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, „ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა“.ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად უარყოფს ფეიქრიშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს (კაწრო), რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში „ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს.აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აიცილეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავდასხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო

გამოწერა

პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტი უარყო.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან ერთად მყოფმა სხვა ბრალდებულებმა — ვახტანგ (ვატო) ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“). უფლებადამცველი პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს.

ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა პატიმრობაში მყოფმა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.

„საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფეიქრიშვილი გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში" 19 ოქტომბერს გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და უარყო თანამესაკნეების მხრიდან ფეიქრიშვილზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი.უწყების ცნობით, ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, „ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა“.

ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად უარყოფს ფეიქრიშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს (კაწრო), რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში „ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აიცილეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავდასხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1СК РФ завел дело по факту гибели в Сирии генерала ВС РФ и ранения еще двух военных0018-08-2020
2СК начал проверку по факту гибели актера на сцене Большого театра0009-10-2021
3СК возбудил дело по факту гибели людей при обстреле зданий в Донецке0004-08-2022
4В Петербурге началась проверка по факту смерти мужчины после выписки из больницы0009-12-2020
5СК возбудил дело по факту подрыва автомобиля Прилепина0006-05-2023
6СК РФ возбудил дело по фактам гибели мирных жителей и разрушения инфраструктуры в Донбассе0021-02-2022
7СК завел дело по факту удара ВСУ по автобусу в Горловке0001-04-2025
8СК возбудил дело по факту стрельбы в Москве0015-06-2020
9СК РФ возбудил уголовное дело в связи с гибелью Захарченко0031-08-2018
10საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს018.720-10-2026

Классификация: Происшествия. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 7.66. Источник: sputnik-georgia.com.