მიმდინარე წლის 8 თვეში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 102 %-ით არის გაზრდილი
https://sputnik-georgia.com/20261006/ramdenma-momxmarebelma-mimarta-konkurenciis-saagentos-300989233.html
რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით - ახალი ინფორმაცია
რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით - ახალი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 8 თვეში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 102 %-ით არის გაზრდილი 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T10:55+0400
2026-10-06T10:55+0400
2026-10-06T10:55+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809014_0:94:3309:1955_1920x0_80_0_0_ba74c63b42decc1d7a2f2c7a77222f25.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 9 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების რაოდენობამ 6.250 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით არის გაზრდილი.საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303.463 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოწერა
მიმდინარე წლის 8 თვეში სააგენტოში შემოსული განცხადებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 102 %-ით არის გაზრდილი
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 9 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (GCCA) 2013 განაცხადი დაფიქსირდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების რაოდენობამ 6.250 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 248 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 563 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 136 მოვაჭრეს - 307 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 303.463 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 168 საქმეზე - 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი - 3%, ქვემო ქართლი - 2%, კახეთი - 2 %, სამეგრელო-ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 834 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 436, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 498, ხოლო სხვა დანარჩენზე - 245.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება - 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 19 %.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | უკანონო ტყითსარგებლობა: სექტემბრის მონაცემები | 0 | 18.53 | 07-10-2026 |
| 2 | Zakelijke dienstverlening zet ruim 5 procent meer om in tweede kwartaal | 0 | 19.09 | 08-09-2026 |
| 3 | Data Center Spending Up 73% Over Past Year, Report Finds | 0 | 9.31 | 02-10-2026 |
| 4 | Bigger loans lift digital lenders’ books 28% as outstanding accounts decline | 0 | 12.73 | 30-09-2026 |
| 5 | Аналитики сообщили о росте поставок в лизинг новых гибридов | 0 | 14.76 | 30-09-2026 |
| 6 | Share of insured bank deposits slips below 40% in value terms in FY26 | 0 | 24.39 | 08-08-2026 |
| 7 | "Финэкспертиза" сообщила о росте количества киберугроз | 0 | 13.61 | 28-09-2026 |
| 8 | В "Почте Mail" сообщили о росте объема писем | 0 | 14.17 | 01-10-2026 |
| 9 | VTB net profit under IFRS for 8M falls 4% | 0 | 20.18 | 29-09-2026 |