კომპანიამ აიღო ვალდებულება სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში შეასრულოს
https://sputnik-georgia.com/20261006/tbilisis-meriam-kontraqtori-kompania-daajarima-300995016.html
რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ კონტრაქტორი მეთერმეტედ დააჯარიმა
რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ კონტრაქტორი მეთერმეტედ დააჯარიმა
Sputnik საქართველო
კომპანიამ აიღო ვალდებულება სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში შეასრულოს 06.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-06T13:29+0400
2026-10-06T13:29+0400
2026-10-06T13:29+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300348693_9:0:2548:1428_1920x0_80_0_0_8dcaff3f9b6187025bc61ab55cab5f41.png
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მეთერმეტედ დააჯარიმა კომპანია, რომელიც რუსთველის გამზირზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“. რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. საუბარია კომპანია Smart Solutions-ზე, რომელიც, როგორც წინა შემთხვევებში, დაჯარიმდა იმის გამო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, როგორც ამას მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარიმო წერილშია აღნიშნული, 27 სექტემბერს, დილის საათებში განხორციელებული ინსპექტირების დროს სამ მონაკვეთზე (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე, ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“) სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ფულადი სანქციის ოდენობა შესაბამისად - 1.583,34 ლარი, 1.155,63 ლარი და 1.305,06 ლარია. Smart Solutions-მა გაიმარჯვა რუსთველის გამზირის რეკონსტრუქციის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მლნ ლარია. ტენდერი დაყოფილი იყო სამ ლოტად, რომლებიც მოიცავდა მონაკვეთებს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე და ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“. „სმარტ სოლუშენსი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მან წარმოადგინა წინადადება სამუშაოების დასრულებაზე 19,77 მილიონ ლარად. მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, „სმარტ სოლუშენსი“ ბიზნესმენ ლევან გოგსაძეს ეკუთვნის. კომპანია 2015 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“ შეტანილი და ადრე ასრულებდა პროექტებს თბილისის მერიისა და „საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის“. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
გამოწერა
კომპანიამ აიღო ვალდებულება სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში შეასრულოს
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მეთერმეტედ დააჯარიმა კომპანია, რომელიც რუსთველის გამზირზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
საუბარია კომპანია Smart Solutions-ზე, რომელიც, როგორც წინა შემთხვევებში, დაჯარიმდა იმის გამო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, როგორც ამას მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საჯარიმო წერილშია აღნიშნული, 27 სექტემბერს, დილის საათებში განხორციელებული ინსპექტირების დროს სამ მონაკვეთზე (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე, ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“) სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. ფულადი სანქციის ოდენობა შესაბამისად - 1.583,34 ლარი, 1.155,63 ლარი და 1.305,06 ლარია.
Smart Solutions-მა გაიმარჯვა რუსთველის გამზირის რეკონსტრუქციის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მლნ ლარია.
ტენდერი დაყოფილი იყო სამ ლოტად, რომლებიც მოიცავდა მონაკვეთებს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე და ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“. „სმარტ სოლუშენსი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მან წარმოადგინა წინადადება სამუშაოების დასრულებაზე 19,77 მილიონ ლარად.
მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, „სმარტ სოლუშენსი“ ბიზნესმენ ლევან გოგსაძეს ეკუთვნის. კომპანია 2015 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“ შეტანილი და ადრე ასრულებდა პროექტებს თბილისის მერიისა და „საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის“.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება | 0 | 15.26 | 05-10-2026 |
| 2 | მერია: ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა | 0 | 14.35 | 05-10-2026 |
| 3 | Мэрия Тбилиси обещает открыть Руставели в срок, несмотря на сложности с ремонтом | 0 | 9.07 | 25-09-2026 |
| 4 | Мэрия Тбилиси опять оштрафовала подрядчика реконструкции Руставели за простой | 0 | 12.31 | 17-09-2026 |
| 5 | В Чебоксарах завершены основные работы по ремонту первой половины Московского моста | 0 | 3.96 | 07-10-2026 |
| 6 | თბილისში გაზმომარაგება 12 ათას აბონენტს შეუწდება | 0 | 17.14 | 06-10-2026 |
| 7 | ქვეშეთი-კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება | 0 | 12 | 05-10-2026 |
| 8 | Окончание ремонта станции метро «Варкетили» отложили еще на четыре месяца | 0 | 10.99 | 28-08-2026 |
| 9 | ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს | 0 | 10 | 06-10-2026 |
| 10 | საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ვარძიის გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები დაიგეგმა | 0 | 14 | 05-10-2026 |