პრემიერის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე კი 25 სოფელში სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი
https://sputnik-georgia.com/20261007/kobaxidze-svanetshi-mainingtan-brzolaze-301045265.html
როგორ მიდის სვანეთში უკანონო მაინინგთან ბრძოლა? პრემიერის განმარტება
როგორ მიდის სვანეთში უკანონო მაინინგთან ბრძოლა? პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
პრემიერის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე კი 25 სოფელში სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48... 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-07T23:19+0400
2026-10-07T23:19+0400
2026-10-07T23:19+0400
საქართველო
სვანეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268521978_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_44aeb4c7277e0ec4204e6878f3e19f7d.jpg
.თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ 22%-ით შემცირდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.2026 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო ბრძოლა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.კობახიძის თქმით, მესტიის გამრიცხველიანება მრავალი წლის განმავლობაში გადაულახავ პრობლემას წარმოადგენდა.„ე.წ. მაინინგის გამო, ქვეყანა დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა - ეს იყო უკანონო შემოსავლები“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე კი 25 სოფელში სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი.როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, 2025 წელს მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ-საათს, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევდა.2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ივნისში გადაწყვიტა, მესტიის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟოს. ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო დარჩება დადგენილი მოხმარების ლიმიტების ფარგლებში, ლიმიტის გადაჭარბებით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი უკვე ფასიანი გახდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაემებით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, სვანეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სვანეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
გამოწერა
პრემიერის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე კი 25 სოფელში სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი
.თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ 22%-ით შემცირდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
2026 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო ბრძოლა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
„მიმდინარე მაჩვენებლებით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. კიდევ უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მესტიის გამრიცხველიანება მრავალი წლის განმავლობაში გადაულახავ პრობლემას წარმოადგენდა.
„ე.წ. მაინინგის გამო, ქვეყანა დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა - ეს იყო უკანონო შემოსავლები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე კი 25 სოფელში სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი.
როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, 2025 წელს მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ-საათს, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევდა.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ივნისში გადაწყვიტა, მესტიის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟოს. ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო დარჩება დადგენილი მოხმარების ლიმიტების ფარგლებში, ლიმიტის გადაჭარბებით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი უკვე ფასიანი გახდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაემებით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | „შეამცირეთ რისკები“: მერმა მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა | 0 | 15.56 | 07-10-2026 |
| 2 | უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: 9 თვის მონაცემები | 0 | 18 | 05-10-2026 |
| 3 | Telefonai: 8 iš 10 vairuotojų mato šią problemą | 0 | 11.96 | 22-09-2026 |
| 4 | No objection led to deletions so far: CEO | 0 | 10.42 | 06-10-2026 |
| 5 | Pasirengimas grėsmėms – ne paskutinės minutės darbas | 0 | 8.93 | 26-09-2026 |
| 6 | Памфилова: в числе избранных на прошедших выборах всех уровней есть 655 ветеранов СВО | 0 | 17.69 | 28-09-2026 |
| 7 | Потери ВСУ за сутки: 6 октября 2026 года | 0 | 19.86 | 06-10-2026 |
| 8 | Narkotikai siuntose: institucijos stiprina kontrolę | 0 | 8.9 | 06-10-2026 |
| 9 | В Вологде ликвидировали 40 аварийных объектов за год | 0 | 14.01 | 07-10-2026 |
| 10 | Почти 30 жителей РФ погибли за неделю в ходе атак ВСУ | 0 | 13.85 | 06-10-2026 |