Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პროტესტი Eagle Hills-ი მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ: ხელისუფლების რეაქცია

Дата публикации: 21-09-2026 08:51:00

პროექტის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციები მის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს, აცხადებენ მმართველ პარტიაში

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260921/eagle-hills-winaagmdeg-aqcia-gaimarta-300708531.html

პროტესტი Eagle Hills-ი მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ: ხელისუფლების რეაქცია

პროტესტი Eagle Hills-ი მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ: ხელისუფლების რეაქცია

Sputnik საქართველო

პროექტის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციები მის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს, აცხადებენ მმართველ პარტიაში 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-21T12:51+0400

2026-09-21T12:51+0400

2026-09-21T12:51+0400

საქართველო

საქართველოს ეკონომიკა

საუდის არაბეთი

პოლიტიკა საქართველოში

ქართული ოცნება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0414965b016883c488d002ec141b03c4.jpg

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მასშტაბური საინვესტიციო პროექტ „იგლ ჰილზის“ (Eagle Hills) წინააღმდეგ პროტესტი აბსურდულია, რადგანაც ინვესტიციებისა და რესურსების მოცულობის გაზრდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.20 სექტემბერს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, პროექტ Eagle Hills-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა „ალტ-ინფომ“ დააანონსა, აქტივისტების მცირე ჯგუფი მივიდა. პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრები მანამდე საზოგადოებას Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ და ინვესტორთან შეთანხმების გაუქმებას მოითხოვდნენ.მისი თქმით, Eagle Hills-ის წინააღმდეგ პროტესტი უფრო ფართო პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია.„შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა პოლიტიკოსმა.პროექტის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციები მის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის თითოეული ასპექტი ემსახურება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, აქ საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე.„ჩვენ, როგორც ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი, მსოფლიოში ვართ მოწინავე ეკონომიკური ზრდის ტემპით, მათ შორის, ეს განპირობებულია მსგავსი პროექტებით - აქ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ინვესტიციაზე. შესაბამისად, მსგავს აქციებს, ეგრეთ წოდებულ აჟიოტაჟს, წარმატების არანაირი შანსი არ აქვს," - აღნიშნა დეპუტატმა.2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.გარიგების დეტალებისაქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.

საქართველო

საუდის არაბეთი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041509_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_2e8fa167b1ab25a8bd24b3b3379c1b78.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საუდის არაბეთი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები

გამოწერა

პროექტის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციები მის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს, აცხადებენ მმართველ პარტიაში

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მასშტაბური საინვესტიციო პროექტ „იგლ ჰილზის“ (Eagle Hills) წინააღმდეგ პროტესტი აბსურდულია, რადგანაც ინვესტიციებისა და რესურსების მოცულობის გაზრდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავლის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

20 სექტემბერს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, პროექტ Eagle Hills-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა „ალტ-ინფომ“ დააანონსა, აქტივისტების მცირე ჯგუფი მივიდა. პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრები მანამდე საზოგადოებას Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ და ინვესტორთან შეთანხმების გაუქმებას მოითხოვდნენ.

„მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება, მსოფლიოში არსებულ ამ მძიმე ვითარებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, Eagle Hills-ის წინააღმდეგ პროტესტი უფრო ფართო პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია.

„შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

პროექტის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციები მის განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის თითოეული ასპექტი ემსახურება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, აქ საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე.

„ჩვენ, როგორც ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი, მსოფლიოში ვართ მოწინავე ეკონომიკური ზრდის ტემპით, მათ შორის, ეს განპირობებულია მსგავსი პროექტებით - აქ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ინვესტიციაზე. შესაბამისად, მსგავს აქციებს, ეგრეთ წოდებულ აჟიოტაჟს, წარმატების არანაირი შანსი არ აქვს," - აღნიშნა დეპუტატმა.

2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

გარიგების დეტალები

საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.

აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.

Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Украина и Польша продолжат противодействовать реализации проекта "Северный поток -2"0021-07-2021
2Организаторы протестов в Молдавии призвали власти республики приостановить интеграцию в ЕС0028-03-2023
3რუსეთის დაზვერვა: ევროკავშირი ცდილობს რუსული აქტივების საკითხი უფრო სწრაფად გადაჭრას09.1122-09-2026
4Лидер "Хезболлах" считает возможным сорвать реализацию ближневосточного проекта Трампа0001-06-2019
5Европарламент высказался за прекращение проекта "Северный поток - 2"0012-03-2019
6США и Румыния выступают против Nord Stream 2 и аналогичных проектов России0021-08-2019
7Партия действия и солидарности Молдавии заявила о формировании большинства в парламенте0029-07-2021
8В Эстонии прошла акция протеста против вакцинации и ограничений0023-10-2021
9В Европарламенте призвали использовать "Северный поток - 2" против России0006-03-2021

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 9.07. Источник: sputnik-georgia.com.