Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს

Дата публикации: 22-09-2026 18:26:49

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260922/papuashvili-briuseli-unda-daubrundes-saqartvelostan-dialogs-300743923.html

პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს

პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს

Sputnik საქართველო

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში... 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-22T22:26+0400

2026-09-22T22:26+0400

2026-09-22T22:26+0400

საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ევროკავშირი

ბრიუსელი

პოლიტიკა საქართველოში

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან დიალოგის განახლების იმედი აქვს, მთავარია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება.მისი თქმით, საქართველოს ამ საკითხში ბელგიის დახმარების იმედი აქვს.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბელგიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს.„ჩვენს ორ პარლამენტს შორის არსებობს მჭიდრო კავშირები კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ბელგიელ კოლეგებთან შეხვედრისას განიხილეს გლობალური მოვლენები და რეგიონული განვითარების საკითხები.„ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს დიდ რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს, რათა ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი, ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

საქართველო

ევროკავშირი

ბრიუსელი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები

პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს

გამოწერა

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან დიალოგის განახლების იმედი აქვს, მთავარია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება.

„მნიშვნელოვანია, წევრმა-სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ამ საკითხში ბელგიის დახმარების იმედი აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბელგიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენს ორ პარლამენტს შორის არსებობს მჭიდრო კავშირები კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბელგიელ კოლეგებთან შეხვედრისას განიხილეს გლობალური მოვლენები და რეგიონული განვითარების საკითხები.

„ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს დიდ რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს, რათა ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი, ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველო და ევროკავშირი

ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.

კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.

2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.

ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.

ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.

2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა01022-09-2026
2ევროპელების ფული საქართველოში ექსტრემისტებს აფინანსებს: პაპუაშვილი Kordz-ის კონცერტზე01021-09-2026
3პაპუაშვილი: საქართველოსთვის სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა ფასეული არაა07.7421-09-2026
4საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა01023-09-2026
5Саакашвили намерен вернуться в Грузию перед парламентскими выборами0030-09-2019
6В Грузии заявили, что не планируют восстанавливать дипотношения с Россией0006-08-2021
7Власти Грузии проинформируют главу Евросовета о митинге противников ЛГБТ-сообщества0015-07-2021
8Президент Грузии посещает с рабочим визитом Францию0026-09-2021
9Премьер Грузии надеется поспособствовать урегулированию отношений Баку и Еревана0028-09-2021
10Представитель главы Евросовета призвал политические силы Грузии к компромиссу0028-03-2021

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.