Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

დეზინფექცია ყოველ 2 საათში: ნოროვირუსის გამო ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

Дата публикации: 23-09-2026 07:27:00

17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260923/bagebshi-droebiti-protokoli-amoqmedda-300746828.html

დეზინფექცია ყოველ 2 საათში: ნოროვირუსის გამო ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

დეზინფექცია ყოველ 2 საათში: ნოროვირუსის გამო ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

Sputnik საქართველო

17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი... 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-23T11:27+0400

2026-09-23T11:27+0400

2026-09-23T11:27+0400

საქართველო

თბილისი დღეს

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300734679_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c98c6a14d54ae848145d1f896902ff4e.jpg

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო. უწყების ცნობით, ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს, დასძინეს სააგენტოში. ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი. 18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლელვა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300734679_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_09e9c4caa9bd61f8b181fe416a68b653.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები

გამოწერა

17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.

„ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს“, -აღნიშლია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს, დასძინეს სააგენტოში.

ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.

18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლელვა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა011.2623-09-2026
2ნოროვისუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: სეს-მა 70 ობიექტი შეამოწმა02222-09-2026
3დასუფთავების აქცია თბილისში: მოხალისეები დანაგვიანების წინააღმდეგ - ვიდეო06.8223-09-2026
4თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს016.2524-09-2026
5В Москве за сутки госпитализировали 1 175 пациентов с коронавирусом0008-11-2020
6В Москве госпитализируют в среднем 800-900 человек с коронавирусом в сутки0029-05-2020
7В Москве за сутки госпитализировали 1 143 пациента с коронавирусом0005-11-2020
8В Москве из центра диагностики эвакуировали около 100 человек из-за короткого замыкания0021-11-2020
9თბილისი ახლებურად განათდა: სანაპიროზე იტალიიდან ჩამოტანილი ლამპიონები დაამონტაჟეს - ფოტო09.1121-09-2026
10В Москве за сутки госпитализировали 1 404 пациента с коронавирусом0006-12-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 16.41. Источник: sputnik-georgia.com.