Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - კობახიძე ანგარიშში საქართველოს მოხვედრაზე

Дата публикации: 18-08-2026 08:14:25

საქართველოს მოხვედრას თეთრი სახლის ახალ ანგარიშში, - რომელიც ჩინური საქონლის ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლას ეხება, - თბილისმა კონკრეტული ფაქტების დასახელების მოთხოვნით უპასუხა.

Основное содержимое страницы с новостью.

საქართველოს მოხვედრას თეთრი სახლის ახალ ანგარიშში, - რომელიც ჩინური საქონლის ამერიკული ტარიფებისგან გვერდის ავლას ეხება, - თბილისმა კონკრეტული ფაქტების დასახელების მოთხოვნით უპასუხა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მანდ? არა მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი იყოს… ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ფაქტებს, თუმცა შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი სქემა არ არსებობდეს“

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „თეთრი სახლი ფაქტებზე დაყრდნობით დაწერდა“ ამას, კობახიძემ თქვა:

„დაწერდა? რატომ? ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით… თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია“.

მან გაიმეორა, რომ „სტანდარტული მოცემულობაა“ - მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისას ითხოვენ ფაქტებს და „შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან“.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. რეაგირებაც გვექნება“, - თქვა მან.

  • თეთრის სახლის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში, - „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“, - რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფებისთვის „გვერდის ავლას“ ეხება, 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას.
  • აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იმ ჩინურ საქონელს, რომელსაც აშშ-ში მაღალი ტარიფები ადევს, ჯერ ყიდიან სხვა ქვეყნებში, შემდეგ პროდუქციას წარმომავლობას უცვლიან, რის შემდეგაც საქონელი აშშ-ში ხვდება - უფრო იაფად. სწორედ ამ „მესამე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
  • ასეთივე ქვეყნების სიის „მსხვილ“ კატეგორიაშია ევროკავშირი, კანადა და ისრაელი. სრულ სიაში, საქართველოსთან ერთად, არის „შუა დერეფნის“ მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიც - ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი.
  • 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს $1.98 მილიარდის ღირებულების პროდუქცია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში მხოლოდ ამის 6%, ანუ $120 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანეს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძე09.3818-08-2026
2რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიცია „ამ ეტაპზე ვაკანტურია“05.3418-08-2026
3Кобахидзе заявил о внешнем вмешательстве после нападения на туристку из РФ09.723-07-2026
4დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი0518-07-2026
5ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"-5515-07-2026
6В Грузии обвинили внешние силы в разжигании русофобии в стране0812-08-2026
7В Тбилиси говорят о необходимости прекращения провокаций против российских туристов06.0826-07-2026
8კალაძე: აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოზე გადაწყვეტილებებს გადახედოს0520-07-2026
9Кобахидзе встретился с послом Азербайджана в Грузии07.8614-08-2026
10Кобахидзе: грузинская оппозиция стала "русофобной" по указке извне014.1704-08-2026

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 7.84. Источник: www.radiotavisupleba.ge.