სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად უკრაინის ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიგიში. სარაკეტო დარტყმა 18 აგვისტოს დილით იყო.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია 10 სახლი, კაფე, ფოსტა და მაღაზია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა პეჩენიგიში დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დარტყმა იყო ხალხმრავალ გზაჯვარედინზე, სადაც ფოსტა და მაღაზიებია, გარშემო კი მხოლოდ სახლები.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ტრაგედიის ყველა გარემოებას დაადგენენ და რუსეთის ამ დარტყმას აუცილებლად უპასუხებენ. ზელენსკიმ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაბა პეჩენიგიზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
საჯარო წყაროების თანახმად, ამ დაბაში მდებარეობს რამდენიმე საწარმო, მათ შორის ფინური კონცერნის, Macring Group-ის შემადგენლობაში მყოფი კომპანიის, „ფინპროფილის“ ქარხანა, რომელიც მეტალის გადამამუშავებელ და სხვა ტიპის დაზგებს აწარმოებს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, პეჩენიგაზე სარაკეტო დარტყმამდე, გასულ 24 საათში ერთი რაკეტით, ორი მართვადი საავიაციო ბომბით და 80 დრონით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვსა და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტზე. ქალაქ იზიუმში დაიჭრა 6 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბიჭი.
დარტყმების შედეგად ხარკოვის ოლქში დანგრეული და დაზიანებულია ათზე მეტი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ავტოგასამართი სადგური, ელექტროგადამცემი ხაზები და საწარმოები.
უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის დარტყმები შეფასებულია ომის დანაშაულად. რუსეთი ამ ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.

| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრს და სამხედრო აეროდრომს | 0 | 9.64 | 15-08-2026 |
| 2 | მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის კრივოი როგზე რუსეთის მორიგ თავდასხმას | 0 | 10.41 | 16-08-2026 |
| 3 | Обстріл Харкова та Одеси: десятки постраждалих, значні руйнування | 0 | 11.88 | 09-08-2026 |
| 4 | Удар рф по Харкову 9 серпня - двоє загиблих, 21 постраждалий, серед них дитина | 0 | 11.9 | 09-08-2026 |
| 5 | Russia strikes an apartment building in the Ukrainian city of Kharkiv and 1 person is killed | -2 | 7 | 20-06-2026 |
| 6 | Ռուսաստանը հարվածել է Խարկովին․ զոհվել է 10 մարդ, կան վիրավորներ | 0 | 17.1 | 18-08-2026 |
| 7 | Խարկովում ռուսական հրթիռային հարձակման հետևանքով 10 զոհ կա | 0 | 14.65 | 18-08-2026 |
| 8 | Кількість постраждалих через російську атаку на Харків зросла до 27 людей | 0 | 8.56 | 09-08-2026 |
| 9 | Ucrania denuncia seis muertos en una ofensiva rusa mientras ataca Zaporiyia y deja ocho muertos, incluidos dos niños | 0 | 6.02 | 25-07-2026 |