Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

რუსეთში პარტია „იაბლოკო“ საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღეს

Дата публикации: 18-08-2026 09:54:50

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენიდან ამოიღეს ლიბერალური პარტია „იაბლოკო“. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჩამოართვა.
საარჩევნო ბიულეტენში „იაბლოკო“ №2 იყო.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბერში, საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს ბიულეტენში პირველ ნომრად დახვდებათ პუტინის მხარდამჭერი პარტია „ედინაია როსია“, რომელსაც მესამე ნომრად მოჰყვება ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და შემდეგ სხვა პარტიები მათი ნომრების მიხედვით.
როგორ დატოვეს „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმასაპარლამენტო არჩევნებიდან „იაბლოკოს“ მოხსნა მოითხოვა ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „როდინა“, რომელმაც 7 აგვისტოს მიმართა რუსეთის უზენაეს სასამართლოს.
საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
„იაბლოკომ" კანონის დარღვევა უარყო და სასამართლოში ამის დამტკიცება სცადა, თუმცა 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა „როდინას“ საჩივარი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
„იაბლოკომ" რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიაში გაასაჩივრა. კოლეგიამ საჩივარი 17 აგვისტოს განიხილა და არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოსკოვში, რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან „იაბლოკოს" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პოლიციამ აქციის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა 17 აგვისტოს, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.
17 აგვისტოს რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქ ფსკოვის სასამართლომ „იაბლოკოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევ შლოსბერგი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის ხელმეორედ დისკრედიტაციასა და ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და 11 წლით და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
„იაბლოკო" თავს უწოდებს უმრავლესობის ინტერესებისა და უფლებების დამცველ პარტიას და მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 18-20 სექტემბერს ჩატარდება.


Основное содержимое страницы с новостью.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენიდან ამოიღეს ლიბერალური პარტია „იაბლოკო“. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჩამოართვა.

საარჩევნო ბიულეტენში „იაბლოკო“ №2 იყო.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბერში, საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს ბიულეტენში პირველ ნომრად დახვდებათ პუტინის მხარდამჭერი პარტია „ედინაია როსია“, რომელსაც მესამე ნომრად მოჰყვება ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და შემდეგ სხვა პარტიები მათი ნომრების მიხედვით.

როგორ დატოვეს „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა

საპარლამენტო არჩევნებიდან „იაბლოკოს“ მოხსნა მოითხოვა ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „როდინა“, რომელმაც 7 აგვისტოს მიმართა რუსეთის უზენაეს სასამართლოს.

საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.

„იაბლოკომ" კანონის დარღვევა უარყო და სასამართლოში ამის დამტკიცება სცადა, თუმცა 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა „როდინას“ საჩივარი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

„იაბლოკომ" რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიაში გაასაჩივრა. კოლეგიამ საჩივარი 17 აგვისტოს განიხილა და არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოსკოვში, რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან „იაბლოკოს" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პოლიციამ აქციის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა 17 აგვისტოს, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.

17 აგვისტოს რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქ ფსკოვის სასამართლომ „იაბლოკოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევ შლოსბერგი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის ხელმეორედ დისკრედიტაციასა და ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და 11 წლით და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • „იაბლოკო" თავს უწოდებს უმრავლესობის ინტერესებისა და უფლებების დამცველ პარტიას და მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.
  • რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 18-20 სექტემბერს ჩატარდება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1המפלגה היחידה ברוסיה שמתנגדת למלחמה באוקראינה נפסלה מהתמודדות בבחירות לפרלמנט08.6511-08-2026
2Russia’s Supreme Court disqualifies Yabloko party from the State Duma elections09.0310-08-2026
3ЦИК исключил «Яблоко» из бюллетеня на выборах в Госдуму05.9318-08-2026
4Opposisjonsparti i Russland nektes å stille til valg05.3310-08-2026
5IN BRIEF: Supreme Court rules to disqualify Yabloko party from parliamentary polls04.0510-08-2026
6Moskau: Gericht schließt Oppositionspartei von Wahl aus07.3510-08-2026
7Russian court bars from parliamentary ballot the only party opposing the conflict in Ukraine05.6810-08-2026
8Кириенко против ФСБ? Что допуск "Яблока" к выборам в России и снятие партии по суду говорят о борьбе кланов внутри Кремля06.6710-08-2026
9Булаев: Нумерация партий в бюллетене не изменится после удаления строки «Яблока»05.8917-08-2026
10„სამოქალაქო სიკვდილი“ რუსულად - როგორ ართმევს კრემლი ემიგრანტებს უფლებებს011.3728-07-2026

Классификация: Информация. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 9.01. Источник: www.radiotavisupleba.ge.