Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი ძვირდება და ამას "ალტერნატიული არხების" სიძვირით ხსნიან

Дата публикации: 16-08-2026 08:42:01

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ფასი ლიტრზე 110 რუბლამდე [3.41 ლარი] გაიზრდება  - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის  “ენერგეტიკის მინისტრმა” ბატალ მუშბამ განაცხადა.

Основное содержимое страницы с новостью.

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ფასი ლიტრზე 110 რუბლამდე [3.41 ლარი] გაიზრდება  - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის  “ენერგეტიკის მინისტრმა” ბატალ მუშბამ განაცხადა.

"ალტერნატიული არხებით შეძენილ" საწვავზე საუბრისას, 15 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში - მუშბა არ ახსენებს საწვავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა, რაც უკვე დადასტურებული ფაქტია.

ბატალ მუშბას თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში, როცა ნავთობპროდუქტების დეფიციტია - საწვავის შეტანა პრიორიტეტული ამოცანაა; ხოლო ალტერნატიული არხებით შეძენილი ამ რესურსის მაღალი ღირებულება გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე.

მუშბა ამბობს ასევე, რომ კომპანიები პროდუქციას მოგების გარეშე ყიდიან, ერთადერთი ამოცანით - რომ "უზრუნველყონ შიდა ბაზარი საჭირო რესურსით“.

12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა. "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწვავი იქ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა ასევე, რომ - ყველაფერი „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“ კეთდება.

„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და რომ არა ეს გადაწყვეტილება - "20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში.

13 აგვისტოს რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ბენზინი აფხაზეთში „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.

2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ასეთ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას აძლევს.

2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება - „18 ივლისიდან (2026 წლის) წარმოშობილ ურთიერთობებზე“.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1За год в суды Тверской области более 2500 раз пытались пронести оружие и боеприпасы0003-03-2020
2African Lion 2025 : La réunion de planification finale se tient à Agadir0027-02-2025
3Qu'ascos0017-01-2025
4"ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ჩვენთან არ თანხმდება" - “რესპოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილ საწვავზე 06.9416-08-2026
5Facebook: A Swiss Army Knife is good but a Tool Set is better – thnxz @martinvars0025-05-2013
6Ex-PNC employee sues for alleged misconduct by wealthy customer0015-01-2020
7На Черкащині чолок з гранатою ходив вулицями (Фото)0010-02-2020
8В Красноярске завершилось первенство мира по керлингу среди юниоров0022-02-2020
9Трамп заявил, что если его не переизберут, то рынки рухнут0025-02-2020
100025-02-2025

Классификация: Экономика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 14.93. Источник: www.radiotavisupleba.ge.