Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თბილისსა და შანხაის შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

Дата публикации: 14-07-2026 08:41:35

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. პირველად, თბილისი ჩინეთის უმსხვილეს ქალაქსა და ფინანსურ მეგაპოლის - შანხაის საჰაერო გზით დაუკავშირდება. ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ფრენებს 15 ივლისიდან დაიწყებს. ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. შანხაისა და ...

Основное содержимое страницы с новостью.

თბილისსა და შანხაის შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. პირველად, თბილისი ჩინეთის უმსხვილეს ქალაქსა და ფინანსურ მეგაპოლის – შანხაის საჰაერო გზით დაუკავშირდება.

ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შანხაი – თბილისი – შანხაის საჰაერო ხაზზე ფრენებს 15 ივლისიდან დაიწყებს. ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა, რასაც 2024 წლის მაისიდან ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ შეუწყო ხელი. 2025 წელს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილ იქნა 100 470 მგზავრი, რაც 2024 წელთან (57 184 მგზავრი) შედარებით 76%-იან ზრდას შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში, ორ ქვეყანას შორის გადაყვანილ იქნა 49 992 მგზავრი. მგზავრთნაკადის აღნიშნული რაოდენობა 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს (40 053) დაახლოებით 25%-ით აღემატება.

დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია. China Southern Airlines-ი ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს, ხოლო Air China პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 რეისს ახორციელებს.

China Eastern Airlines-ი იქნება რიგით მესამე ავიაკომპანია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ფრენებს მოემსახურება. შანხაიდან პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩინეთის უმსხვილესი ფინანსური ცენტრიდან.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის010.4111-06-2026
2Авиакомпания "Аврора" запустила регулярные рейсы между Южно-Сахалинском и Шанхаем0503-07-2026
3გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა07.2815-06-2026
4China Eastern commences new non-stop Dublin-Shanghai service013.6721-07-2026
5Город Санья на Хайнане открыл прямой международный авиамаршрут в Сеул0013-07-2025
6Авиакомпания «Аврора» соединила Южно-Сахалинск с Шанхаем0503-07-2026
7"Аэрофлот" открывает рейсы в китайский курортный город Санья из Петербурга, Казани и Уфы0021-02-2025
8Georgian Airways рассчитывает, что рейсы Тбилиси - Ереван - Москва станут регулярными0014-01-2021
9Прямые рейсы из Владивостока в китайский Шэньян возобновила авиакомпания Chengdu Airlines0518-06-2026
10СМИ: в Китае самолет China Eastern идет на экстренную посадку из-за технической неполадки0009-08-2020

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 8.52. Источник: gcaa.ge.